"ამნესტი ინტერნეიშენალი" სამხრეთ კავკასიაში ჰომოფობიის პრობლემას ეხმაურება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

საქართველოს პრეზიდენტი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა

28/12/2011 12:54 (143 დღე 04:34 minutes ago)

mikhail-saakashvili.jpg

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროგრამის მიზანია, მოსახლეობას სტიმული მისცეს და მომავალ წელს მიწის ბევრად უფრო დიდი ფართობი დამუშავდეს. მთავრობის წევრებისგან ქვეყნის პირველმა პირმა დეტალური ინფორმაცია სოფლად ტრაქტორების რაოდენობის აღწერასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი შემოტანის საკითხზეც მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, იმ პირებს, რომლებმაც ტრაქტორები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავის არიდების გზით შეიძინეს და ამის გამო ტექნიკა ს არ აჩენენ, ჯარიმა არ დაეკისრებათ. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებით, დამალული  გადასახადის დავალიანებაზე ამნისტიაც გამოცხადდება. ამ ტექნიკის ლეგალიზაციის პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის იანვრის დამლევს დასრულდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ტრაქტორები ხალხმა გამოიყენოს და მიწის დამუშავებას მოხმარდეს.

„საქართველოში, სულ ცოტა, 5-6 ათასი ტრაქტორი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ წელში გავიმართოთ. დღეს ამის დეფიციტი გვაქვს. იმ ხალხს, ვისაც ტრაქტორი არ სჭირდება, შეუძლია სასუქი იყიდოს, ან, თუკი ვაუჩერს ამ მხრივ ვერ გამოიყენებს, ივნისში თანხა აიღოს. პირადად ჩემი რჩევაა, ვაუჩერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენონ.  30 ლარის გამოტანას, ვფიქრობ, ჯობს, მიწა დაამუშაონ, რადგან მომავალში ასე უფრო მეტი სარგებელს მიიღებენ. მათი მდგომარეობა გასაგებია, ვინც პატარა ქალაქში კორპუსებში ცხოვრობს და მიწები არ აქვთ, მაგრამ ვისაც მიწა აქვთ, ვაუჩერის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებით, მომავალში ბევრად მეტი მატერიალური ღირებულების შექმნა შეუძლია, ვიდრე მისი შენახვით. ეს ხალხმა ისედაც კარგად იცის. კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ოჯახებისთვის ეს ვაუჩერები, გარკვეულწილად, ხელშეწყობაა. მინიმუმ, ეს მათთვის არის წახალისება, რომ მიწა არ მოაცდინონ და მის დამუშავებაზე იფიქრონ. მსოფლიო კრიზისის პირობებში, მით უმეტეს  მნიშვნელოვანია, რომ მიწის უფრო დიდი  რაოდენობა იყოს დამუშავებლი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს განუცხადა, ვაუჩერების დარიგება დაწყებულია და იანვრის შუა რიცხვებიდან გლეხებს შესაძლებლობა ექნებათ ის საჭროებისამებრ გამოიყენონ. ზაზა გოროზიას თქმით კი, იმ ტრაქტორების ლეგალიზაციის პროცესი,  რომლებიც სახელმწიფო რეგისტრაციაში არ არის გატარებული, კანონის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საგადასახადო სამსახურთან მუშაობა უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ახალი ტრაქტორების შემოტანას, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პირველი 100 ტრაქტორი ბელარუსიდან თებერვლის დამლევს შემოვა, რაც ახალი პროგრამის წარმატებით განხორციელებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:35 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:33 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group