კიევში საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერებმა ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი გახსნეს

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ბიძინა ივანიშვილი - მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა

29/12/2011 14:20 (142 დღე 03:12 minutes ago)

bidzina-ivanishvili-reuters.gif

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ სტუქტურებს მიმართავს თხოვნით, რომ მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საფრანგეთის საელჩოდან გამოსულმა ბიზნესმენმა განაცხადა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


ინტერპრესნიუსის ცნობით, დღეს ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიშელ ბარანს შეხვდა და საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით მიმართა.


საელჩოდან გამოსულმა ივანიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უნდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.


"მე ჩავაბარე რუსეთის მოქალაქეობა. ახლა ვიწყებ მეორე პროცედურას. დღეს ოფიციალურად დავწერე განაცხადი და უარს ვამბობ საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ევროპის კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე. განცხადების შემდეგ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მე არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. დავიბადე საქართველოში, ვცხოვრობ აქ, და არავითარი საფუძველი არ აქვთ, რომ უარი მითხრან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაელოდება, როდის მომანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას და შემდეგ ჩამომართმევს საფრანგეთის მოქალაქეობას", - განაცხადა ივანიშვილმა.


ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენს მხოლოდ სამ შემთხვევაში შეუძლიათ, რომ უარი უთხრან მოქალაქეობის მინიჭებაზე - თუ ის აღიარებული იქნა ტერორისტად, ძებნილად ან საზოგადოებისთვის საფრთხის მომტან პირად.
რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენის პრესსამდვივნომ გაავრცელა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი და მოქალაქეობა მხოლოდ ბიზნესმენის მეუღლეს აღუდგა.
პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყვიტა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:39 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:38 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group