ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მარკეტინგის და ბაზრების პრობლემის არსებობას უარყოფენ

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ბიძინა ივანიშვილი - მსგავს კანონებს იღებენ იმ მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა არავინ დააფინანსოს

29/12/2011 16:41 (142 დღე 00:52 minutes ago)

პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაკეთებულა, - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ბიძიან ივანიშვილმა დღეს საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბიზნესმენმა საელჩოში ფრანგული პასპორტი ჩააბარა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


მისი განმარტებით, ქართულმა კომპანიებმა პოლიტიკურ პარტიებს თანხები კანონიერად გადაურიცხეს.
" უფრო საინტერესოა ის, რაც პარლამენტში ხდება - ცვლიან კანონს და ქმნიან პრეცედენტს იმისა, რომ უკუქმედება მიანიჭონ მას. ქვეყნის პრეზიდენტი ხშირად მოგვახსენებს, რომ ყველაზე ლამაზ ქალაქებს აშენებს, ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს, ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს და სწორედ ამ დროს ქმნის ყველაზე დიდ პრეცენდენტს და კანონს ანიჭებს უკუქმედების ძალას" – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე განმარტებით, მსგავს კანონებს იღებენ იმ მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა არავინ დააფინანსოს.
გასულ კვირას მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა მონაცემები ნოემბერ-დეკემბერში სხვადასხვა კომპანიების მიერ "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატების", "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიისთვის" გადარიცხული თანხების შესახებ.


დღეს კი ძალაში შევიდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ახალი რეგულაციების ძირითადი ნაწილი, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.


შესაბამისად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.


ახალი რეგულაციები დაუწესდათ როგორც პარტიებს, ისე პოლიტიკური მიზნით მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათთან კავშირში მყოფ პირებს და სხვა.


"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონის ახალი რეგულაციებს პრეზიდენტმა ხელი 28 დეკემბერს მოაწერა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:40 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:38 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group