ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მარკეტინგის და ბაზრების პრობლემის არსებობას უარყოფენ

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, პარტიების დაფინანსებაზე კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს

30/12/2011 11:03 (141 დღე 06:31 minutes ago)

civil.ge -- მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს არანაირი უკუქცევითი ძალა არ აქვს და პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პოლიტიკურ გაერთიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დაარღვია შემოწირულობის მიღების მომენტში არსებული კანონმდებლობა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ეს განცხადება 29 დეკემბერს, საღამოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პავლე კუბლაშვილმა და აკაკი მინაშვილმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ–ის საელჩომ საქართველოში საგანგებო განცხადება გაავრცელა.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებების „ყურადღებით“ გაეცნენ და „ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას“.

“მე მინდა მივესალმო აშშ–ის საელჩოს მიერ გაკეთებულ ზოგადად პოზიტიურ განცხადებას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს მინდა გამოვთქვა გარკვეული წუხილი, რომ ის მონაკვეთი, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების იმ ნაწილს, რომელიც თითქოს გულისხმობს უკუძალის ნორმას, ეს არის განცხადება, რომელიც ეფუძნება მცდარ ინფორმაციას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი და გამოქვეყნებული კანონის იმ მუხლში, რომლის უკუქცევით ხასიათს ასევე აპროტესტებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც „არაკონსტიტუციურ“ ნორმას, წერია: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ  კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველ ვარიანტში, რომელიც საბოლოო კენჭისყრის ჩატარების შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, ეწერა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“  – სიტყვა „ამ“ საბოლოო ვარიანტში აღარ ფიგურირებს, რაც ცვლის ამ მუხლის არსს.

კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება მმართველი პარტიის დეპუტატმა კობა ხაბაზმა 27 დეკემბერს მეორე მოსმენით საპარლამენტო განხილვების დროს მოითხოვა. ხაბაზი კანონის მიღების შემდეგ მიესალმა უკუქცევითი ნორმის კანონში ჩადებას.

აღნიშნული ჩანაწერი კანონპროექტში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს –  რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს, კონსერვატორებს და ხალხის პარტიას  – ჯამში 4.1 მლნ ლარის ოდენობით თანხები გადაერიცხათ, მათ შორის 3.3 მლნ ლარი ივანიშვილის, ხოლო 800 ათასი ლარი ფეხბურთელ კახი კალაძის კომპანიებიდან.

ივანიშვილის პარტნიორმა პარტიებმა დაგმეს ეს საკანონმდებლო ცვლილება, როგორც უშუალოდ მათ წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. საუბარი იყო იმაზე, რომ მათ კანონის დამტკიცებამდე მიღებული თანხები სამ დღეში უკან უნდა დაებრუნებინათ.

თუმცა როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, ამ ოთხ პარტიას თანხების უკან დაბრუნება არ მოუწევთ.

“თუ მათ მიერ შემოწირულობის მიღების მომენტში მოქმედი კანონმდებლობა ამ პოლიტიკური სუბიექტების მიერ არ იყო დარღვეული, ასეთ შემთხვევაში ვერანაირი ნორმა მათ ვერ აიძულებს, რომ რაიმე თანხა დაუბრუნონ უკან შემომწირველს ან რაიმე ფორმით დაჯარიმდნენ“, – განაცხადა მან, "თუ მათ მიერ დარღვეული იყო მაშინ მოქმედი კანონმდებლობა [ანუ მიღებული ჰქონდათ იურიდიული პირისგან 100 ათას ლარზე მეტი] როდესაც ისინი  იღებდნენ  ამ შემოწირულობას, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა იქნება. იყო თუ არა დარღვევა ყოველ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასება უკვე უნდა გააკეთოს კონტროლის პალატამ. უფრო მეტიც, ამ პარტიებს აქვთ საშუალება, რომ თუ რაიმე დარღვევებს ხედავენ აქამდე განხორციელებულ ქმედებებში, 3 დღის ვადაში გამოასწორონ ეს ხარვეზი და ასეთ შემთხვევაში აღარ დაეკისრებათ ეს პასუხისმგებლობა“.

“იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ამ ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია აღარ მოხდება“, – დასძინა კუბლაშვილმა.

კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც აშშ–ის საელჩო აცხადებს, რომ „გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით“, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საარჩევნო სისტემა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ შეიცვლება.

„არჩევნებამდე ეს საკითხი დახურულია, იმიტომ, რომ არც დრო არ არის და არც ამის საშუალება“, – განაცხადა მან.

საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა, თუმცა მისი საბოლოო ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა და უცნობია, თუ რა ცვლილებები შევიდა მასში მიღების შემდეგ. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:41 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:39 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group