
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი წელი პირველ რიგში
გაჭირვებულ მოსახლეობას მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს
ხელისუფლებისთვის, უპირველესად, მთავარი საზრუნავი სწორედ ასეთი ადამიანები
არიან.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობისადმი საახალწლო ტელემიმართვაში განაცხადა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. "ძალიან ბევრი მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, საქართველოს ეკონომიკა უფრო ჩქარი ტემპით ვითარდებოდა, ვიდრე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა. ყველაფრის მიუხედავად, სწრაფი ტემპებით ვაგრძელებდით ჩვენი რეფორმების გატარებას. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, მყარად დამკვიდრდა აზრი, რომ საქართველო რეფორმატორი ქვეყანაა - ჩვენ გვბაძავენ, ჩვენ გვეჯიბრებიან. ეს სერიოზული პასუხია იმ აგრესიაზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა", – აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფომ შეასრულა საკუთარი დაპირება და ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ახალი საავადმყოფო აშენდა. მისივე განცხადებით, 2011 წელს დაიწყო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის თაობაზე მოლაპარაკებები, გამარტივდა სავიზო რეჟიმი და 2012 წელს დაიწყება მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლაზე. "სწორედ წელს ალაპარაკდნენ ევროკავშირში იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი რამდენიმე წელიწადში. ეს არის ნამდვილი გეოპოლიტიკური რევოლუცია",-განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ლექსიკონში მყარად დამკვიდრდა ტერმინი ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.
პრეზიდენტმა საახალწლო გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მანდატურის სამსახურის ეფექტურობასა და ღვედების აუცილებლობაზე, რამაც, მისი თქმით, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ისაუბრა პენსიის გაზრდაზე და აღნიშნა, რომ ეს კვლავ რჩება მთავრობის პრიორიტეტად.
საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ძველ ებრაელთა მილოცვა – მომავალ წელს იერუსალიმში. "დარწმუნებული ვარ, რომ იმპერია გარდაუვლად დაეცემა და საქართველო საბოლოოდ გათავისუფლდება. მინდა დავამკვიდროთ ტრადიცია, რომ ყველა ჩვენგანმა ერთმანეთს მიულოცოს ახალი წელი ასე - მომავალ წელს სოხუმში".
Related Stories