„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

კანონის უკანონოდ შესწორების შიში საქართველოში

ავტორი ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება

04/01/2012 10:56 (136 დღე 06:43 minutes ago)

იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ნებისმიერი ნორმატიული აქტის - მათ შორის, კანონის - ტექსტის რედაქტირების უფლება მიენიჭა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მართალია, იმავე ბრძანების მიხედვით, შეცდომის გასწორება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამით ”არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი”, მაგრამ ეს ფაქტი მაინც იწვევს გარკვეულ შიშს და, პირველ რიგში, გასული კვირის მწვავე პროცესების ფონზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი ვებსაიტია, რომელიც თავს უყრის და ელექტრონული სახით ავრცელებს სხვადასხვა სახის ნორმატიულ დოკუმენტებსა თუ საინფორმაციო მასალებს. საგულისხმოა, რომ ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებულ ნებისმიერ ნორმატიულ აქტს ”ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს” და გამოცემული თუ მიღებული ნებისმიერი ნორმატიული აქტის (მათ შორის, ვთქვათ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის) გამოსაქვეყნებლად წარდგენა სავალდებულოა.

”მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების” ახალი წესის მიხედვით, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა, ”საკანონმდებლო მაცნეს” ერთი ახალი ფუნქცია შეემატა:

”მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუალური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.”

მართალია, ახალი წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი გარკვევით ამბობს, რომ ”საკანონმდებლო მაცნეს” ახალი ფუნქცია მხოლოდ ”ორთოგრაფიული და პუნქტუალური” შეცდომების გასწორებას გულისხმობს, შინაარსის ხელყოფის გარეშე, მაგრამ სიახლე საკმაოდ საგანგაშოდ მიაჩნია საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს კახი კახიშვილს:

”როგორ შეიძლება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შემდეგ „საკანონმდებლო მაცნის“ მიერ იქნეს თუნდაც მხოლოდ ორთოგრაფიულად და პუნქტუალურად რედაქტირებული, როცა წერტილს და მძიმეს კანონში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სად გვაქვს გარანტია, რომ, ვთქვათ, სიტყვა არ იქნება ამოღებული ან შინაარსობრივად არ იქნება ტექსტი შეცვლილი?”კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ ”საკანონმდებლო მაცნისთვის” ნორმატიული აქტების (მათ შორის - კანონის) რედაქტირების ფუნქციის მინიჭება უკავშირდება გასული წლის ბოლო დღეების სკანდალს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების გარშემო. საუბარია  ოპონენტების მიერ ატეხილ განგაშზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მე-2 მუხლი ხელისუფლებამ მას შემდეგ ჩაასწორა, რაც, ამ ჩასწორებაზე მსჯელობის გარეშე, 28 დეკემბერს პარლამენტმა კანონპროექტი მე-3 მოსმენით დაამტკიცა, ხოლო მეორე დღეს კანონის ტექსტი ასეთი შეცვლილი სახით გამოქვეყნდა ”საკანონმდებლო მაცნეში”.

მართალია, ხელისუფლება ამგვარად ჩასწორების ფაქტს უარყოფს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მტკიცებით, ჩვენებითი ნაცვალსახელი ”ამ” ხელისუფლებამ ტექსტიდან ჩუმად და კანონის დარღვევით ამოიღო ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული არაკონსტიტუციური მუხლის შესარბილებლად. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველ ფორმულირებას ამერიკის ელჩის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

იმის დასადგენად, თუ რა ეტაპზე და კონკრეტულად ვის მიერ ”გაყალბდა” კანონის ტექსტი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 30 დეკემბერს პროკურატურასაც მიმართა:

“მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რომ ამ დანაშაულის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, თუ ვინ რა ქმედებები ჩაიდინა სწორედ დაჩქარებული წესით კანონის გაყალბების თაობაზე და გამოავლინონ დამნაშავეები“, - განაცხადა უსუფაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გასული წლის ბოლო დღეების ამ ცნობილი  სკანდალის გათვალისწინებით, საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ჩვენთან საუბრისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ ”საკანონმდებლო მაცნისთვის” კანონის ერთგვარი რედაქტირების ფუნქციის მინიჭება წარმოადგენს ”მინიმუმ თადარიგის დაჭერას იმისათვის, რომ მომავალში საკანონმდებლო შესწორებები უკანონოდ აღარ ჩაითვალოს.”
 
კახი კახიშვილი ვარაუდობს, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სიახლეს აუცილებლად მოჰყვება კრიტიკული განხილვების ტალღა. სამოქალაქო საზოგადოების მასშტაბური რეაქციის დაგვიანება, მისი აზრით, საახალწლო დღესასწაულის ციებ-ცხელებით აიხსნება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:46 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:44 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group