20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ნიკა გილაურმა 2012 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა

04/01/2012 15:11 (136 დღე 02:28 minutes ago)

nika-gilauri2.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2012 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, ნიკა გილაურის განცხადებით, 2012 წლის მთავარი პრიორიტეტი პირველ რიგში არის სოციალური სფერო - სოციალურ პაკეტში იგულისხმება საპენსიო პაკეტის ზრდა წლევანდელი წლის სექტემბრიდან.


"67 წელს ზემოთ პენსიონერების პენსია გაეზრდებათ 140 ლარამდე. ამ საპენსიო პაკეტში შესულია დაზღვევის ვაუჩერიც. გარდა ამისა, დაეზღვევა ყველა ბავშვი 0-დან 5 წლამდე და რა თქმა უნდა გაგრძელდება საავადმყოფოების მშენებლობა ც", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.


მისივე თქმით, გასული წლის დეკემბერში 30 საავადმყოფო გაიხსნა და იგივე ტემპით გაგრძელდება საავადყოფოების გახსნაც იანვარში.


პრემირეის განცხადებით, გაზაფხულზე რეგიონებში გაიხსნება შედარებით უფრო დიდი საავადმყოფოები, დაახლოებით 100-საწოლიანი საავადმყოფოს გახსნა იგეგმება თელავსა და ფოთში.


გილაურის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა 2012 წელს განათლების სფეროც - გაგრძელდება მასწავლებლების სერტიფიცირების პროცესი და სერტიფიცირებულ მასწავლებელთა წახალისებაც. შესაბამისი თანხები 2012 წლის განათლების ბიუჯეტში გათვალისწინებულია.


საქართველოს პრემირ-მინისტრის თქმით, 2012 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა. გილაურის განცხადებით 30%-ით არის გაზრდილი სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი.


"აშკარად ვხედავთ კერძო სექტორის აქტივობას სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც ძალიან პოზიტიურია", - განაცხადა გილაურმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:46 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:44 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group