"ამნესტი ინტერნეიშენალი" სამხრეთ კავკასიაში ჰომოფობიის პრობლემას ეხმაურება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

კონტროლის პალატა ითხოვს "ქართული ოცნების" ფინანსური საქმიანობის ანგარიშს

05/01/2012 17:01 (135 დღე 00:43 minutes ago)

საქართველოს კონტროლის პალატაში შექმნილი, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ფინანსურ ანგარიშს ითხოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნებისგანაც.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

" სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ დღეს განაცხადა, რომ შესაბამისი წერილი პოლიტიკური პარტიების გარდა, "ქართულ ოცნებასაც" გაეგზავნება. მოგელაძის თქმით, კონტროლის პალატის მონიტორინგი ვრცელდება არა მხოლოდ პარტიებზე, არამედ იმ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირებზეც, რომლებსაც საჯაროდ აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და პირდაპირ, ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.  ”კანონის სულისკვეთების გათვალისწინებით, მათ გაეგზავნებათ წერილი, რომელშიც გონივრულ ვადას განვუსაზღვრავთ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად”, - განაცხადა ნათია მოგელაძემ.

 

კონტროლის პალატა "ქართული ოცნების" მიერ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით განხორციელებული ფინანსური საქმიანობის ანგარიშს ითხოვს, ე.წ. გონივრული ვადის ამოწურვის კონკრეტული თარიღი კი, ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ ფინანსური ანგარიშები პირველ თებერვლამდე უნდა წარადგინონ.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:51 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:49 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group