„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

სააკაშვილი: "ვერავინ ვერ მიგვატრიალებს უკან"

06/01/2012 17:08 (134 დღე 00:37 minutes ago)

saakashvili-01.jpg

civil.ge -- საქართველო წინ მიიწევს და ვერავინ შეძლებს მის უკან დაბრუნებას, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვარს მარნეულში, ახლად აშენებული საავადმყოფოს წინ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მოგვიანებით 5 იანვარს სააკაშვილი ასევე ეწვია ბოლნისს და მარნეულს, სადაც ასევე მოინახულა ორი ახალი აშენებული საავადმყოფო. სააკაშვილი ბოლო რამოდენიმე კვირაა რაც ინტენსიურად დადის რეგიონებში, რომლის დროსაც სხვადასხვა რაიონში სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენებული ათზე მეტი ახალი სამედიცინო ცენრტი გახსნა.

    სააკაშვილი : "ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს"

სააკშვილმა მარნეულში ყოფნისას განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი საავადმყოფოების აშენების ჩათვლით წარმოადგენს ”თანასწორობის იდეის” სწორ განხორციელებას, რადგან ეს არღვევს ”მეორე ხარისხოვანი” ქალაქების არსებობის სტერეოტიპს.

მისი თქმით, ასეთ საავადმყოფოებში „ადრე მკურნალობდნენ მარტო მილიარდელები და მილიონერები“.

„ჩვენ არ ვართ მილიარდელები და მილიონერები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირესბა და გვჭირდება საუკეთესო ჯანდაცვა,  ჩვენ გვჭირდება საუკეთესო განალთებლა და ჩვენ გვჭირდება უკეთესი ცხოვრება და ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ უკეთეს ცხოვრებას თქვენთან ერთად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ყოველდღიური ჩვენი შრომა არის თქვნთვის. ყოველდღიურად მე იმას კი არ ვფიქრობ ვინ რას იტყვის ცხვირაწეული ან რომელიღაც  ცნობილი ადამიანი ჩემზე ან თუნდაც უცხოეთი რას იტყვის - თუმცა რა თქმა უნდა  ჩვენს ქვეყანას დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ავტორიტეტი აქვს სწორედ იმის გამო, რომ მთავრობა ფიქორბს ხალხზე, ემსახურება ხალხს, [მთავრობამ] მოსპო კორუფცია“, – განაცხადა მან.

„ამას ვერავინ ვეღარ წაგვართმევს და ვერავინ ვერ მიგვატრიალებს უკან. იმიტომ, რომ რამდენადაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი უკან მიტრიალება საქართველოს საზოგადოება ეს არ არის ცხენი, რომელსაც ლაგამი უნდა ამოსდო და თავი მიატრიალებინო უკან. თუ ამას ვინმე მოინდომებს იმ მხედრას ჩამოაგდებს ცხენიდან. ყველანი ჩვენ ვართ ღირსებით აღსავსე საზოგადოება,რომელიც მიდის წინ”, – განაცხადა სააკაშვილმა.


მარნეულში საკაშვილი ასევე ესტუმრა ახლადაშენებულ პოლიციის შუშებიან შენობას და მოინახულა იქვე მიმდინარე იუსტიციის სახლის მშენებლობა .

შეხედა რა იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას განთავსებულ სურათს, რომელზეც მშენებარე ობიექტის დასრულებული პროექტი იყო გამოსახული, სააკაშვილმა განაცხადა: „ვფიქრობდი ეხლა იმას რომ უყურებ, პოლიციის შენობას, ვანო მერაბიშვილი ხომ არ გადაგვეყვანა ქვეყნის მთავარ არქიტექტორად იმიტომ, რომ ძალიან მაგარ პოლიციას აშენებს სულ უფრო აუმჯობესებს, მაგრამ [ზურაბ] ადეიშვილი უფრო  შეესაბამება მაგ წოდებას“.

მისი თქმით ასეთი შენობის არსებობა მარნეული „სურეალისტურია”. ”ეს შევა მსოფლიო არქიტექტურის   ცნობარებში... მერე ებრძოლონ ჩვენ შუშის ხიდებს, შუშის შენობებს... აი ეს არის ახალი ეპოქა და ვერავინ ამას უკან ვეღარ შეაბრუნებს,” განაცხადა მან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (04:52 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 06:50 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group