
"საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები და
დამატებები, რომელიც პარლამენტმა 28 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო
მოსმენით დაამტკიცა, ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირWელის ცნობით, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი განმარტავს, რომ "ხდება მიღებული კანონის საბოლოო რედაქტირება და ის მალე გამოქვეყნდება".
"ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის თანახმად, პარლამენტი მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს შვიდი დღის ვადაში გადასცემს. პრეზიდენტი, თავის მხრივ, კანონპროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან ხელს აწერს და აქვეყნებს, ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უბრუნებს. თუკი პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს მიიღებს, პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტმა კანონი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა, ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა ის მას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
უნდა აღინიშნოს, რომ "საარჩევნო კოდექსთან" ერთად მიღებულ "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონზე პრეზიდენტმა რეაგირება საკმაოდ ოპერატიულად მოახდინა – მას მეორედ დღესვე მოაწერა ხელი და გამოაქვეყნა.
Related Stories