
ჩვენ ვართ ახლა ისეთივე ეტაპზე, როგორზეც იყო დავით აღმაშენებელი, - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის
შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში, მოსახლეობის
წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პრეზიდენტის თქმით, დავით აღმაშენებელს 34 წელი დასჭირდა თბილისის დასაბრუნებლად. სააკაშვილი ს განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში დავით აღმაშენებელმა გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები და ააშენა ბევრი რამ.
"ის, რაც არის მაშინდელი თბილისი, არის დღევანდელი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. მანამდე, სანამ მან დაიბრუნა საქართველოს დედაქალაქი, გაატარა ძალიან ბევრი რეფორმა, ააშენა ძალიან ბევრი რაღაც. არცერთ პერიოდში დავითის და თამარის შემდეგ არ აშენებულა საქართველოში იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო ორი-სამი-ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ომის შემდეგ. ჩვენ მართლა ვცხოვრობთ დღეს აღმშენებლობის ეპოქაში. ეს ეპოქა არ არის მმართველის შექმნილი, აქ მას ყველანი ჩვენ ერთად ვაკეთებთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თავისუფლების პირობებში ხალხმა იგრძნო, რომ ეს არის მათი ქვეყანა და საქმის კეთება დაიწყო.
"ხალხმა იგრძნო, რომ ეს არის მათი ქვეყანა, ვიღაც შევარდნაძის ბიძაშვილების, მამიდაშვილების და მათი წარმონაქმნების კი არა. იმიტომ, რომ მაშინ თავისუფლება გვქონდა ფორმალურად, მაგრამ იმათ ჰქონდათ დაპრივატებული აქაურობა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Related Stories