20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

რუსეთის მიერ დაბლოკილი ეუთო გამოსავლის ძიებას განაგრძობს

ავტორი ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება

16/01/2012 11:20 (124 დღე 06:36 minutes ago)

osce.jpg

ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნისგან - ირლანდიისგან, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, საქართველო საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოელის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ირლანდიის თავმჯდომარეობა აცხადებს, რომ ეცდება გამოსავალი იპოვოს საქართველოს ”სპეციფიკურ” პრობლემასთან დაკავშირებით. სხვა საკითხია, რამდენად დაუშვებს რუსეთი დღემდე მის მიერვე დაბლოკილ სხვადასხვა სახის აქტივობას.

არავის აქვს ილუზია, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობა შეძლებს საქართველოსთან მიმართებით გააკეთოს ის, რაც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, არ გამოუვიდათ მის წინამორბედებს. ფაქტია, რომ 2009 წელს ვერც საბერძნეთმა, 2010 წელს ვერც ყაზახეთმა და 2011 წელს ვერც საქართველოს განსაკუთრებულმა მეგობარმა - ლიტვამ - შეძლო, რომ დაებრუნებინა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ დაბლოკილი ეუთოს სრულმასშტაბიანი მისია საქართველოში. ფაქტია ისიც, რომ ეუთო ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს კონსენსუსის პრინციპს, რომელიც ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას ორგანიზაციის  ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. სწორედ ამ პრინციპის საშუალებით დაბლოკა რუსეთმა ეუთოს მისიის საქმიანობა საქართველოში და, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში.

ამ კუთხით საქართველოს ამ ეტაპზე რჩება ერთადერთი იმედი, რომ ეუთოს ირლანდიის თავმჯდომარეობა მისიის დაბრუნების საკითხს კვლავ დატოვებს დღის წესრიგში, რაც დიპლომატიაში იმას ნიშნავს, რომ პრობლემას დავიწყება არ ემუქრება.

ეს თემა გამოკვეთილად არ უხსენებია, მაგრამ 12 იანვარს ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ირლანდიის ვიცე–პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეიმონ გილმორმა ერთწლიანი გეგმების პრიორიტეტებს შორის ეუთოს ზონაში კონფლიქტების მოგვარება დაასახელა და ცალკე გამოყო საქართველოს პრობლემა:

„საქართველოში არსებული სიტუაცია სპეციფიკური შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს - შეხვედრების ხელშეწყობისა და ყველა მონაწილის წინსვლისთვის.“

ეიმონ გილმორს არ დაუკონკრეტებია საქართველოს ”სპეციფიკური” პრობლემის მოგვარების დეტალები, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტავს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეუთოში, ელჩი პაატა გაფრინდაშვილი, ირლანდია კვლავაც გააგრძელებს იმ მექანიზმების ამოქმედების მცდელობას, რომლებიც, შედეგების თვალსაზრისით, შესაბამისობაშია ეუთოს სრულმასშტაბიანი მისიის ფუნქციებთან. ელჩი ყურადღებას ამახვილებს ეგრეთ წოდებული ”დამხმარე ჯგუფის” იდეაზე, რომელიც ლიტვის თავმჯდომარეობის დროს წარმოიშვა:

”ეს იქნება რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ვენაში, კონფლიქტების პრევენციის ცენტრში, და ის დაეხმარება კონფლიქტების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის საგანგებო წარმომადგენელს... ბუნებრივია, საგანგებო წარმომადგენელი, უტრირება რომ გავაკეთოთ, ყოველდღე ვერ მოახერხებს რეგიონში ჩასვლას და სწორედ ამ ჯგუფს  უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად შევიდეს და, რამდენი დღე, კვირა თუ თვეც იქნება საჭირო, იმდენ ხანს დარჩეს რეგიონში.”

იმისათვის, რომ დამხმარე ჯგუფის მუშაობას ოფიციალური სახე არ მიეღო, 2011 წელს ცხინვალის რეჟიმი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ეუთოს წარმომადგენლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებდა, თუკი მათ პირადად ახლდა ლიტვის თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში გედრიუს ჩეკუოლისი.

წინამორბედის მსგავსად, ამ პრობლემებთან გამკლავება 2012 წელს უკვე  ირლანდიელ დიპლომატს პოდრიგ მერფს მოუწევს. ეუთოს სახელით ერთი წლის მანძლზე სწორედ მერფი შეასრულებს თანათავმჯდომარის როლს ჟენევის მოლაპარაკებებზე და ასევე ჩაერთვება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში.

პაატა გაფრინდაშვილი იმედოვნებს, რომ ეუთოს ძალისხმევით წელს მაინც მოხერხდება მშვიდობიანი ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისთვის ხელშეწყობა:

”საჭიროა შესაბამისი, გამარტივებული, საოკუპაციო ხაზზე გადასვლის პუნქტების არსებობა, რაც იქნება ორგანიზებული და საფრთხეს არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ამან შეიძლება პატარა, მაგრამ მეტად დადებითი როლი ითამაშოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მცირემასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში.”

პაატა გაფრინდაშვილის თქმით, ეუთოს ირლანდიის თავმჯდომარეობა აუცილებლად გააგრძელებს წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 


სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:03 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:01 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group