ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ბიძინა ივანიშვილი: ყველა გადაწყვეტილებას კარგად ვიაზრებ და ბოლო სიტყვას მე ვამბობ

16/01/2012 15:11 (124 დღე 02:46 minutes ago)

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გავრცელებული ხმები, რომლის თანახმადაც, იგი გადაწყვბეტილებებს მხოლოდ გარემოცვის რჩევების შესაბამისად იღებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მედიანიუსის ცნობით, როგორც ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ძალიან კარგი გარემოცვა ჰყავს, თუმცა 10 წლის ასაკიდან დამოუკიდებელი ადამიანია და პოლიტიკური გადაწყვეტილბების მიღებისასაც ბოლო სიტყვას თვითონ ამბობს.

“ამბობენ, რომ მე გადაწყვეტილებებს ვიღაცები მაღებინებენ. მე ასეთი კაცი არ ვარ. 10 წლიდან დამოუკიდებლად გავიზარდე. 12 წლის ასაკში, სკოლის არდადეგების პერიოდში, სამუშაოდ უკვე მეზობელ ქალაქებში დავდიოდი. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. რაც არ მომწონს იმას ვერავინ გამაკეთებინებს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც ვიღებთ, კარგად ვიაზრებ და ბოლო სიტყვას მე ვამბობ. კარგად ვიცი რაც უნდა გავაკეთო”, - განაცხადა ივანიშვილმა და მისი მეუღლის მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“ჩემი ოჯახი ძალიან დემოკრატიულია და ასეთივე ქვეყნის აშენება მინდა. ოჯახში ჩვენ ყველაფერს ერთად და შეთანხმებით ვწყვეტთ. როდესაც მე პოლიტიკა ში მოსვლის შესახებ განცხადება გავაკეთე, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთელი ოჯახი მონაწილეობდა. პატარა ცოტნეც კი აცნობიერებდა, რომ მამიკო შეიძლებოდა ისე ხშირად ვეღარ ენახა. ჩემი მეუღლე იყო ყველაზე ახლო მეგობარი და მრჩეველი. ეს გადაწყვეტილება (ეკატერინა ხვედელიძის მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება) მივიღეთ შეგნებულად და ერთხმად. დასაწყისში არც ეკა და არც მე ველოდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, ცხადია, ველოდი ექსცესებს და ვიცოდი თუ ვისთან მქონდა საქმე.
იცით რომ ეკას მოქალაქეობა აღუდგინეს, ჩემზე ჯერ ფიქრობენ, შესაბამისად, იმისათვის, რომ პროცესები არ გაჩერდეს, ეს ნაბიჯი გადავდგით. ეს იყო საჭირო და დროული. ჩემი აზრით, ისევე როგორც ეკას შემთხვევაში გახდნენ იძულებული, რომ სამართლებრივ მოედანზე დაბრუნებულიყვნენ და საქართველოს მოქალაქეობა აღედგინათ, ასევე, იძულებული იქნება ერთი კაცი (მრავლობითში საუბარი ალბათ, არასწორია) მეც დროულად დამიბრუნოს მოქალაქეობა”, - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ალბათობა იმისა, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას არ მიანიჭებენ, ძალიან მცირეა (ერთი-ორი პროცენტი), თუმცა ხვედელიძის მიერ პარტიის დაარსება ამის პრევენცირებასაც მოახდენს.

ივანიშვილის თქმით, პარტიის დასახელებაში სავარაუდოდ ხვედელიძისა და მისი გვარი დაფიქსირდება.

“საჭიროა ჩემი გვარის მოხსენიებაც, რადგან მოსახლეობას ჩემ გვარზე აქვს სწორება”, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ხვედელიძეს მიერ პარტიის შექმნა იმას, რომ ივანიშვილი თავის პოლიტიკურ პარტნიორებს არ ენოდობა, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ მის პარტიასთან სხვა გვარის ადამიანი არც არასდროს ასოცირდებოდა.

“ჩემი მეუღლის ერთადერთი ალტერნატივა იყო ის, რომ ჩემს 19 წლის შვილს, უტას აეღო ეს პასუხისმგებლობა. ეკა (ხვედელიძე) უფრო კარგი ვარიანტია, ასაკის გამო - უტა 19 წლისაა და მას საქართველოს კონსტიტუციით შეზღუდული აქვს უფლებები საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ნდობა რა შუაშია აქ?! ამ პარტიაში სხვა გვარი არასდროს არ განიხილებოდა და საიდან აიღეთ არ ვიცი. პარტიის თავმჯდომარე და პირველი ნომერი მე ვიქნები. ეს განცხადება (ხვედელიძის მიერ პარტიის ჩამოყალიბების შესახებ), რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არის დროებითი. ამიტომ ყველაფერს ამის ირგვლივ არ ვაწყობთ და არ ვგეგმავთ, რომ ყველაფერი ასე დარჩება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვაიძულებთ ერთ კაცს აღადგინოს კანონიერება და მოქალაქეობა დამიბრუნოს და თუ ეს ასე არ მოხდება, დანარჩენ გეგმებს იმის შემდეგ მოგახსენებთ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:04 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:02 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group