
კომერციულ ბანკებს ახალი ფუნქცია ემატებათ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირWელის ცნობით, მათი საქმიანობის ჩამონათვალს საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება და ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება ემატება.
შესაბამისი ცვლილება, რომელიც "კომერციული ბანკები ს შესახებ" კანონში შედის, "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ' კანონპროექტიდან გამომდინარეობს.
როგორც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტშია განმარტებული, "საგადახდო სისტემა" ფულადი სახსრების საგადახდო სისტემას, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემას და კლირინგის სისტემას წარმოადგენს.
რაც შეეხება ანგარიშსწორების აგენტს, ეს არის იურიდიული პირი, რომელიც სისტემის მონაწილეთა ანგარიშებით ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს.
ანგარიშსწორების აგენტი შეიძლება, იყოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკი, ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია, ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და მომსახურება განახორციელოს.
Related Stories