20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ამზადებს

16/01/2012 17:34 (124 დღე 00:28 minutes ago)

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას "კავკასია 2012" ამზადებს, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


როგორც "ნეზავისიმაია გაზეტა" იუწყება, გასული წლის სწავლებასთან შედარებით, წლევანდელი წვრთნები გაცილებით სტრატეგიული და არსებულ პოლიტიკურ რეალიებთან დაახლოებული იქნება.


მანევრები შემოდგომაზეა დაგეგმილი და გაიმართება არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, არამედ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და სომხეთში. მუშავდება სწავლების სცენარი, რომელიც ირან-აშშ-ს და სხვა რიგი ქვეყნების შესაძლო ომს, ასევე კასპიის რაიონსა და სამხრეთ კავკასიაში სხვა შესაძლო კონფლიქტებსაც ითვალისწინებს.


"სწავლება ასეთი სახელით 2008 წლის 16 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან. ბევრწილად, "კავკასია 2008"-ის წყალობით მოხერხდა საქართველოს მოკლე დროში დამარცხება", - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წლევანდელი სწავლება არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული იქნება და ჩართული იქნება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ სასაზღვრო, საჰაერო, სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ძალები, ასევე შსს, უშიშროების, დაცვის ფედერალური და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.


სწავლებაში გამოყენებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მართვის სისტემა "ბარნაულ-ტ".


"ეს სისტემა უკვე აკონტროლებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთში დისლოცირებული 102-ე ბაზა სამხრეთის სამხედრო ოლქის დანარჩენი დაჯგუფებისგან მოწყვეტილია", - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:09 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:07 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group