
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გვატემალაში პრეზიდენტ ოტო პერეს მოლინას ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, გვატემალაში საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი მალხაზ მიქელაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გელა სეხნიაშვილი.
ცერემონიის ფარგლებში გაიმართა ნიკა გილაურის შეხვედრა გვატემალის პრეზიდენტ ოტო პერეს მოლინასთან, რომლის დროსაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვატემალის პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლისა და ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრის მიმართულებით. შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ საქართველო და გვატემალა გააგრძელებენ თანამშრომლობას პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.
გვატემალაში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები რეგიონის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლობებთან, რომლის დროსაც განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
Related Stories