| ჯონ ბასი საქართველო-ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა |
|
18/01/2012 16:35 (122 დღე 01:32 minutes ago) | ||||||||||||
![]() აშშ-ის ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადებით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილი სა და ბარაქ ობამა ს შეხვედრისას განხილვის საგანი მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საქართველოში დემოკრატიოული რეფორმების მიმდინარეობა იქნება.
"მოხარულები ვართ, რომ ეს შეხვედრა დაიგეგმა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის დროს განხილვის საგანი მთელი რიგი საკითხები იქნება. ეს ნაწილობრივ საერთო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, რომლებიც ჩვენს ორ ქვეყანას აღელვებს. ეს იქნება ასევე საკითხები, რომლებიც აქტუალურია რეგიონში, ასევე ისეთი თემები, როგორიცაა უსაფრთხოების მდგომარეობა ავღანეთში. საუბარი საქართველოში მიმდინარე რეფორმებსაც შეეხება, რომლებიც იმისკენაა მიმართული, რომ ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის მომავლის თავად არჩევის შესაძლებლობა გააჩნდეთ, მიაღწიონ მეტ ეკონომიკურ წარმატებას და მომავალ წელს თავისი ლიდერები აირჩიონ. ეს შეხვედრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ჩამოყალიბებიდან მე-20 წლისთავს ემთხვევა" - განაცხადა ბასმა, იუწყება პირWელი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



