ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მარკეტინგის და ბაზრების პრობლემის არსებობას უარყოფენ

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ჯიოევა შეთანხმებიდან გამოდის და მისთვის ძალაუფლების გადაცემას ითხოვს

19/01/2012 11:18 (121 დღე 06:50 minutes ago)

civil.ge -- ალა ჯიოევამ, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომლის გამარჯვებაც არჩევნებში ბათილად იქნა გამოცხადებული, განაცხადა, რომ იგი პოსტ–საარჩევნო შეთანხმებიდან გამოდის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და მისთვის „ძალაუფლების გადაცემას“ ითხოვს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ჯიოევამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება იმ ფაქტითაა მოტივირებული, რომ ხელისუფლება სრულად არ ასრულებს პოსტ–საარჩევნო შეთანხმებას.

9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჯიოევამ ცხინვალში ორკვირიანი ქუჩის საპროტესტო აქციები შეწყვიტა და 2012 წლის მარტში დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა. სანაცვლოდ, ედუარდ კოკოითი, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა. განმეორებით არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი ვადიმ ბროვცევი გახდა. 
 
შეთანხმების მოთხოვნა იყო ასევე კოკოითის გუნდის ორი წარმომადგენლის – მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენება. თუმცა, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა ამ წინადადებას.

შეთანხმების გარანტორი რუსეთი იყო. კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი მთელი პოსტ–საარჩევნო კრიზისის განმავლობაში ცხინვალში იმყოფებოდა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავდა.

დეკემბერში ჯიოევამ რუსეთს, როგორც შეთანხმების გარანტორს, შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, თუმცა მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის მოწოდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ სეპარატისტულ პარლამენტზე გავლენის მოხდენა მის უფლებამოსილებას სცდებოდა.

„უნდა გაცნობოთ, რომ ამ მომენტიდან მე უკან ვიწვევ დოკუმენტზე ჩემს ხელმოწერას და მოვითხოვ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფას სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადასაცემად“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ბროვცევის სახელზე ჯიოევას მიერ 17 იანვარს გაგზავნილ წერილობით მიმართვაზე დაყრდნობით.   

ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ ბროვცევმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ 23 იანვრამდე უნდა აცნობოს.

„ამ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის ხალხის მშვიდობის და სიმშვიდის გულისთვის მოვაწერე ხელი, თუმცა ჩვენ როგორც ბავშვები მოგვატყუეს, რადგანაც შეთანხმება არ შესრულდა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მთავარი პროკურორის გადაყენების ნაწილში, არამედ არ შესრულდა ზეპირი შეთანხმებებიც ჩვენი წარმომადგენლის ანატოლი ბარანკევიჩის მინისტრთა კაბინეტში შესვლის თაობაზე“, – განაცხადა ჯიოევამ.

მან განუცხადა „რია ნოვოსტის“ 18 იანვარს, რომ გარიგებიდან გამოსვლის შემდეგ, იგი 25 მარტს დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ოთხშაბათს ცალკე გაკეთებულ განცხადებაში ჯიოევამ განუცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს, რომ იგი 21 იანვარს ცხინვალში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.   

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:15 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:13 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group