ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მარკეტინგის და ბაზრების პრობლემის არსებობას უარყოფენ

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

დარჩიაშვილი: ობამა “რესპუბლიკელებს” დაანახებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გამტკიცდება

ავტორი ოთო დალაქიშვილი, ნეტგაზეთი

19/01/2012 11:54 (121 დღე 06:15 minutes ago)

“აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამა სა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს   შორის შეხვედრა პირველ რიგში მიეძღვნება სტრატეგიულ, გეო–პოლიტიკურ საკითხებს. ჩემი შეფასებით, განიხილება საქართველოს მდგომარეობა და ადგილი მსოფლიო ში, ასევე, საქართველოს წინააღმდეგ არსებული გამოწვევები. რა შეუძლია გააკეთოს ამერიკას ამის წინააღმდეგ, ეს არის მთავარი თემა. ეს არ არის მარტო საქართველოს ინტერესი, ეს აშშ–ის ინტერესიცაა და ამის დამტკიცება შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. რადგან ასეთი ქარტია არსებობს, ესე იგი ეს არის ორმხრივი ინტერესი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ რეალობაზეც.

“განხილვის მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, არის იმ საკითხის განხილვა, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური თვალსაზრისით ვითარდება. ხვალ, ზეგ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რას ელოდებით, როგორ ჩატარდება არჩევნები, ესეც არის და იქნება შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა. მაგრამ ეს და ზემოთ ხსენებული საკითხი ერთმანეთთან კავშირშია, იმიტომ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს განიხილავს სტრატეგიულ პარტნიორად და იმიტომ განიხილავს, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც აშშ თვლის თავის სტრატეგიულ პარტნიორად. წინააღმდეგ შემთხვევაში შტატებისთვის არ იქნებოდა საქართველო პარტნიორი,” – აღნიშნავს დარჩიაშვილი.

დარჩიაშვილი ყურადღებას ამერიკაში არსებულ შიდაპოლიტიკურ კონიუქტურაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ცხადია, ობამა კიდევ ერთხელ დააფიქსირებს და “რესპუბლიკელებს” დაანახებს, რომ  საქართველოსთან ურთიერთობა უფრო გამტკიცდება. ასევე, მიხარია, როდესაც საქართველოსთან ურთიერთობები საინტერესოა როგორც რესპუბლიკელებისთვის, ისე დემოკრატებისთვის.

“ცხადია, ამ შეხვედრაზე საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობასაც გაესმება ხაზი. საუბარი იქნება ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსზე და 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზეც. მე ვერ გეტყვით, როგორი ფორმულირებები იქნება ნატოს სამიტისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სერიოზული ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ინტეგრაციის სასარგებლოდ,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:16 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:14 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group