კიევში საქართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერებმა ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი გახსნეს

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას უცხოური მედია ეხმაურება

19/01/2012 14:28 (121 დღე 03:44 minutes ago)

საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას უცხოური გამოცემები ეხმაურებიან, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

Bloomberg-ი, France press-ი და Eurasiareview თეთრი სახლისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციებზე დაყრდნობით წერენ , რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ქართველ კოლეგა, მიხეილ სააკაშვილს საკვანძო საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის 30 იანვარს უმასპინძლებს.


France press-ი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა ორ ქვეყანას შორის იმ დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავზე იმართება, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მხარდაჭერისა და მოსკოვის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


როგორც გამოცემა  წერს,  საქართველო ავღანეთში თავისი 1700-კაციანი კონტინგენტით ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.


"რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიდამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა დაგმეს და, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ მიბაძა. შესაძლო დათბობის ნიშნად, ნოემბერში თბილისმა და მოსკოვმა მათთვის უჩვეულოდ, საბოლოოდ მიაღწიეს ისეთ შეთანხმებას, რომელმაც რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე თვრამეტწლიანი მცდელობის შემდეგ, ბოლო დაბრკოლება მოუხსნა. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნელი ტემპის გამო. სააკაშვილმა, რომელსაც ოპონენტები დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფასა და ხელისუფლების ცენტრალიზებაში სდებენ ბრალს, პირობა დადო, რომ რეფორმების პროცესს განაგრძობდა",- აღნიშნავს France press-ი.


ევროპული გამოცემები წერენ, რომ ობამა და სააკაშვილი ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ 2011 წლის იანვარში, ვაშინგტონში, ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის დაკრძალვაზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:19 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:17 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group