20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ანქვაბი აფხაზეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლო გაძევებაზე საუბრობს

20/01/2012 11:23 (120 დღე 06:51 minutes ago)

civil.ge -- ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მაცხოვრებლების ევროპულ ქვეყნებში გასამგზავრებლად მათ ქართული სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღებას სთავაზობენ, „დატოვებენ აფხაზეთს“, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

“აფსნიპრესის“ ცნობით, მან ამის შესახებ რეგიონის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან 18 იანვარს გამართული შეხვედრის დროს განაცხადა მას შემდეგ, რაც მას აცნობეს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, უმეტესად, ახალგაზრდებს საქართველოს ნეიტრალური დოკუმენტებით სარგებლობას სთავაზობს. სეპარატისტული რეგიონის ლიდერის პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელსაც ეყრდნობა „აფსნიპრესი“, არ არის დაკონკრეტებული, თუ უშუალოდ რომელი ორგანიზაციებისგან მოდის ეს ინიციატივა.

„ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც შესთავაზებენ აფხაზეთის მოქალაქეებს ე.წ. „ნეიტრალურ პასპორტერტებს“, დატოვებენ აფხაზეთს“, – განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.

მისი თქმით, სოხუმი დაჟინებით მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამგზავრების დროს გამოყენებული იქნას აფხაზური საერთაშორისო პასპორტები.

აფხაზურ პასპორტები არალეგიტიმურია, ვინაიდან მსოფლიო ს ქვეყნების უმეტესობა სეპარატისტულ რეგიონს არ აღიარებს. სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები ასევე ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს იმის გამოც, რომ რუსული პასპორტების მქონე ამ ორი რეგიონის მოსახლეობას ხშირად უარს ეუბნებიან ევროპის ქვეყნებისა და აშშ–ის ვიზებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზღვარგარეთ ლეგიტიმური გზით გამგზავრების უზრუნველყოფის მოტივი დაასახელა, როცა 2011 წლის ივლისში მათთვის სტატუს ნეიტრალურ პირადობის მოწმობებთან ერთად, ასეთივე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემოღება დააკანონა.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე ადასტურებს პირის ვინაობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმურ მაცხოვრებლებს აძლევს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას. ამ დოკუმენტის მიღებაზე განაცხადის გაკეთება ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი, ხოლო მისი მიღება ხდება პირადად, მინდობილობის მქონე მესამე პირის ან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:21 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:19 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group