
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებით, "მტკვრის კალაპოტი არ შეიცვლება".
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პირWელის ცნობით, პრეზიდენტმა ბეშიქჰაიას კაშხლის მშენებლობა ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
"ეს ძალიან რთული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენთვის, რადგან პირველადი გეგმით, ისეთი კაშხლის აშენება იგეგმებოდა, რომელიც მტკვარს კალაპოტს შეუცვლიდა. მტკვარი თბილისისთვის იგივეა, რაც სენა - პარიზისთვის ან თემზა - ლონდონისთვის, ამიტომ მას არაფერი უნდა შეჰხებოდა. ჩვენ თურქულ მხარესთან ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ. მინდა, ვთქვა, რომ მსგავსი პრობლემა წინა მთავრობის დროსაც იყო და ის დემირელის კაშხალს ეხებოდა, მაგრამ წინა მთავრობა კორუფციაში იმდენად იყო ჩართული და მთელი ეს კორუფცია თურქეთში ელექტროენერგიის რუსული სქემებით გატანას ემყარებოდა, რომ მას არც მორალური და არც პოლიტიკური მარაგი ჰქონდა, რომ თავიდან აეცილებინა ის ეკოლოგიური ზიანი, რომელიც მაშინ იმ კაშხალმა აჭარის სანაპიროს მოუტანა. ახლა სულ სხვა სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ძლიერი დიპლომატიური პოზიციები, ძალიან გამჭვირვალე, ურთიერთსარგებელზე დამყარებული ურთიერთობები გვაქვს და ეს, მე ვიტყოდი, ორმხრივი დიპლომატიური გამარჯვება იყო, რომ არამხოლოდ მტკვრის კალაპოტის გადაგდება აღარ მოხდება, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ერთობლივი კაშხალი აშენდება. ეს ახალი ელექტროსადგური თურქეთის და საქართველოს ეკონომიკაზე იმუშავებს, ჩვენს დაახლოებაზე იმუშავებს. აი, რას ნიშნავს, როდესაც გყავს მთავრობა, რომელიც ყურით არავის ჰყავს დაჭერილი და ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა აქვს დიდ მეზობელთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან მადლიერება გამოხატა თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართ იმის გამო, რომ "რთული მოლაპარაკებები პოლიტიკურად ძალიან სწორად დასრულდა".
Related Stories