
“ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად და გავაგრძელოთ აღ მშენებლობა “, - განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე
ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის „აფრიკის ქვეყნებში
გაგზავნილ ემისრებზე“ საუბრისას, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„რაც მეტად ეცდებიან ნაურუსა თუ მისი მსგავსი, კორუმპირებული ქვეყნების აღიარების მოპოვებას, მით უფრო სასაცილოდ გამოჩნდება რუსული დიპლომატიის მცდელობა, მით უფრო საწინააღმდეგო შედეგს მიიღებენ ისინი და მით უფრო, სწრაფად დავიბრუნებთ ტერიტორიებზე კონტროლს. ეს ჩემთვის დღესავით ნათელია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, ამ სიტუაციაში „ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად და გავაგრძელოთ აღ მშენებლობა , რეფორმების განხორციელება, რომლებითაც აღტაცებულია ყველა, მათ შორის, ბევრი რუსი ოპოზიციონერი და რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.“
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ არაკორუფციული, სწრაფადპროგრესირებადი გარემო, კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიყვანოთ გაჭირვებიდან, კიდევ ბევრი ახალი პროექტი განვახორციელოთ. მათ კი თავისი შიდა პოლიტიკა მიიყვანს შესაბამის შედეგამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინი ს მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილი ს თქმით, რუსეთის პრემიერს პრობლემა აქვს ქართველობასთან, ქართველ ერთან და არა - საქართველოს რომელიმე მთავრობასთან.
შეგახსენებთ: რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის, გამოსავალი ქართულ საზოგადოებასთან ერთად მოძებნოს.
"მზად ვართ, ქართველ საზოგადოებასთან ერთად მოიძებნოს გამოსავალი, თუ ამას თავად ქართველები ისურვებენ. სხვათა შორის, ეს ბევრს სურს, მათ შორის - ქართულ ოპოზიციას და ისინი ჩამოდიან კიდეც ჩვენთან", - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრემიერმა საქართველოსთან შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთ მოტივად აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით კი, საქართველოში რუსეთის მუქარების არ ეშინიათ, რადგან რუსეთში „თავისივე ქვეყანა თავზე ენგრევათ“.
Related Stories