ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ალასანია: ობამა–სააკაშვილის დაგეგმილი მოლაპარაკებები ‘მნიშვნელოვანია’

24/01/2012 15:06 (116 დღე 03:14 minutes ago)

civil.ge -- ირაკლი ალასანიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა პარტნიორმა, განაცხადა, რომ მისი მოლოდინია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს 30 იანვარს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტი ობამა ეტყვის, რომ მან უნდა „მიბაძოს [ჯორჯ] ვაშინგტონს... და არ უნდა მიბაძოს პუტინს“, რომელიც ხელისუფლებაში პრემიერ–მინისტრის რანგში დარჩა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა“, – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ ორშაბათს საღამოს და დასძინა, რომ თეთრი სახლის განცხადებამ ობამასააკაშვილი ს დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე, ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეხვედრაზე განსახილველად დაგეგმილ საკითხთა შორის ერთ–ერთი მთავარი იქნება.

„საერთაშორისო თანამეგობრობა, ამერიკელების ჩათვლით, ძალიან ნათლად ეუბნება სააკაშვილს: ‘ჩვენ გვერდში ვუდგავართ ქართული დემოკრატიის მშენებლობა ს – არა სააკაშვილს, არა ალასანიას ან ივანიშვილს, არამედ ქართული ინსტიტუტების მშენებლობა ს’. ამ კუთხით შემდეგ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის და ის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც პროცესს პოლარიზაციისკენ ან ქუჩისკენ წაიყვანს, თუკი სააკაშვილი გახდა ამის მიზეზი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, – განაცხადა ალასანიამ.

მან განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უყენებს და არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს არჩევნები „უფრო სამართლიანი იქნება და უფრო კონკურენტულ გარემოში ჩატარდება“.

თუმცა, ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა დაშინებას „ბინძური მეთოდებით“ ცდილობს, განსაკუთრებით კი რეგიონებში; მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მისი პარტიის აქტივისტი დააპატიმრეს გამოგონილი ბრალდებით, კერძოდ კი, მას იარაღის უკანონო შენახვაში დასდეს ბრალი. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის აქტივისტი 14 იანვარს დააკავეს და იმავე დღეს გირაოთი გაათავისუფლეს. საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილას სკოლის ოთხმა მასწავლებელმა განაცხადა 18 იანვარს, რომ ისინი ივანიშვილის მხარდაჭერისთვის სამსახურიდან დაითხოვეს, კერძოდ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მხარდამჭერი პეტიციის ხელმოწერის გამო. ჭორვილა ივანიშვილის მშობლიური სოფელია. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „კვირის რეპორტაჟმა" 22 იანვარს გადასცა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ შსს–ს თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაახლოებით, 12 ადგილობრივ მკვიდრს, მათ შორის 17 წლის ბიჭს, საჩხერეში გამართულ საახალწლო კონცერტზე ივანიშვილის მხარდამჭერი შეძახილების გამო.   

ალასანიას თქმით, უწყებათაშორისი ეფექტური კომისიის შექმნა, რომელიც საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ მოხდეს რეაგირება და აღიკვეთოს ამომრჩეველთა და ოპოზიციური აქტივისტების დაშინება. ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა, ამგვარი კომისიის  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ შექმნას ითვალისწინებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კომისიამ 2012 წლის 1 ივლისიდან უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკა ში წასვლის შესახებ ივანიშვილის განცხადების პირველი დღიდანვე ხელისუფლება ოპოზიციის ქუჩაში გაყვანას ცდილობს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ მივიდეთ არჩევნებამდე და არ მივცეთ საშუალება სააკაშვილს რელსებიდან გადაიყვანოს ჩვენი ძალისხმევა“, –აღნიშნა მან. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:27 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:25 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group