"ამნესტი ინტერნეიშენალი" სამხრეთ კავკასიაში ჰომოფობიის პრობლემას ეხმაურება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

პრეზიდენტი ხვედელიძის მოქალაქეობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

24/01/2012 15:11 (116 დღე 03:10 minutes ago)

khvedelidze-ivanishvili.jpg

civil.ge -- პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილი ს პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 24 იანვარს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ იმავე ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის მეუღლეს შეუწყდა მოქალაქეობა, უკანონოა. 

იანვრის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი აპირებდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას, ხვედელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება მოსთხოვა, რაც მას პოლიტიკური პარტიის შექმნაში მონაწილეობის და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის საშუალებას მისცემს.  ხვედელიძე აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა, სასამართლო პროცესს წელიწადზე მეტი დასჭირდებოდა, რაც მის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ხელს შეუშლიდა.

თავად ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ნატურალიზაციის გზით გეგმავს. მან შესაბამისი დოკუმენტები ხელისუფლებას 5 იანვარს წარუდგინა. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, ხელისუფლებამ მაქსიმუმ სამი თვის ვადაში უნდა უპასუხოს მოქალაქეობის შესახებ განაცხადს.

15 იანვარს ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, რაც მას საშუალებას მისცემს პირადად შექმნას და უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პარტიას, თუმცა, თუ ამას ვერ შეძლებს, მას სათადარიგო გეგმაც აქვს, რომლის თანახმადაც, მისი სახელით ამას მისი მეუღლე გააკეთებს.

ასევე იანვარში ეკატერინე ხვედელიძე იმ კომპანიის მფლობელი გახდა, რომელსაც საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნია. ივანიშვილის პრესსამსახურმა განაცხადა 20 იანვარს, რომ ახალი ტელეკომპანია მაუწყებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. თუ ივანიშვილს თავისი სათადარიგო გეგმის განხორციელება და დაგეგმილი პარტიის ხელმძღვანელობის დაკისრება საკუთარი მეუღლისთვის მოუწევს, ეკატერინე ხვედელიძე ფორმალურად ტელეკომპანიის მფლობელობას უნდა ჩამოშორდეს, რადგანაც მაუწყებლობის შესახებ კანონი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობას უკრძალავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:28 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:26 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group