20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ივანიშვილი ‘მხარდამჭერებს პოლიტიკური რეპრესიებისაგან დაცვას’ პირდება

25/01/2012 10:37 (115 დღე 07:48 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

civil.ge -- მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდება „ყველა ჩვენი მხარდამჭერის და თითოეული დაჩაგრული ადამიანის გაცილებით ეფექტიანი და ქმედითი დაცვა პოლიტიკური რეპრესიებისაგან“ მას შემდეგ, რაც დასრულდება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული და სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

„მანამდე კი, თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წარმატების მიღწევა: გამოიჩინონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ 24 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „კვირის რეპორტაჟმა" 22 იანვარს გადასცა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ შსს–ს თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დაახლოებით, 12 ადგილობრივ მკვიდრს, მათ შორის 17 წლის ბიჭს, საჩხერეში 13 იანვრის ღამეს ძველით ახალი წლის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე ივანიშვილის მხარდამჭერი შეძახილების გამო.  

ივანიშვილმა „აღშფოთება“ გამოხატა ინციდენტის გამო და მოუწოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს „პატივი სცენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ხელი აიღონ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე“.

„ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა პასუხს აგებს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ კანონის წინაშე, არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან, არამედ თავისუფალ სასამართლოში. ნუ აჰყვებით საგანგებოდ გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში თქვენ პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მოჰყვებით. პირიქით, ჩვენ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას იმიტომაც ვაპირებთ, რომ სამართალდაცვის სტრუქტურები გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან და არ მოუწიოთ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ბრძანებების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:32 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:30 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group