აქციების პირველადმა განთავსებამ Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად აქცია

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ომბუდსმენის რეკომენდაცია პრემიერ მინისტრს

25/01/2012 12:01 (115 დღე 06:25 minutes ago)

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელდეს იმ ტიპის ცვლილებები,  რომელიც შესაძლებელს გახდის ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებმა ბინაზე მიაწოდონ ამბულატორიული მომსახურება გადაადგილების უნარის არმქონე  პირებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

"საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის  #218 დადგენილების მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის და ექთნის მომსახურებას ბინაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ აღნიშნული დებულება ვერ უზრუნველყოფს გადაადგილების უნარს მოკლებული იმ პაციენტების ჯანმრთელობის უფლების სრულ რეალიზაციას, რომელთაც არა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი, მაგრამ ვერ გადაადგილდებიან და საჭიროებენ როგორც ოჯახის ექიმის, ასევე ცალკეული სპეციალისტების ბინაზე კონსულტაციას. სპეციალისტის ვიზიტი, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და ზუსტი დიაგნოზის დასმისათვის.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტის ვიზიტი ბინაზე ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია, თუმცა პრობლემურია სადაზღვევო კომპანიების მიერ ამ ტიპის მომსახურების ანაზღაურების საკითხი, ვიანიდან მსგავს რეგულაციას არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება.

დღეს არსებული რეგულაციის თანახმად, თუ პაციენტი გადაადგილების უნარს მოკლებულია და თავად არ შეუძლია მისვლა კლინიკაში, იგი შესაძლებელია აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩეს. კერძოდ,  როდესაც ოჯახის ექიმი მოკლებულია შესაძლებლობას დასვას კონკრეტული და ზუსტი დიაგნოზი სპეციალისტის ჩარევის გარეშე. მსგავს შემთხვევებში პაციენტის  მკურნალობის შედეგი არ არის პოზიტიური. თუ ღარიბ, ხანდაზმულ ადამიანს არ შეუძლია გადაადგილება და მას არა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ჯანდაცვის დაწესებულება მისთვის  ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია, რაც არღვევს მის ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, მისი ერთ–ერთი ელემენტის ფიზიკური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით."–ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:33 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:31 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group