აქციების პირველადმა განთავსებამ Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად აქცია

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ბოკერია: აშშ–საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ღრმავდება

25/01/2012 15:52 (115 დღე 02:34 minutes ago)

civil.ge -- ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აშშ–ს და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „დაქვეითება მოხდა“ ბოლო წლების განმავლობაში, „შეთხზული“ და „არაზუსტია“, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ჟურნალ „ტაბულასთან“ ვიდეო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამა ს ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათქმა აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციისკენ“ მოუწოდებს,  მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით, უფრო სამართლებრივი საკითხია საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესახებ და არ უნდა მოხდეს მისი იმგვარი ინტერპრეტირება, თითქოს ობამა ს ადმინისტრაცია საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების წინააღმდეგია.

31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ხელმოწერის განცხადებაში პრეზიდენტმა ობამა მ აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ის ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვისკენ მოუწოდებს, იმ მუხლებს შორის დაასახელა, რომელთა შესრულება მან, შესაძლოა, ”არასავალდებულოდ” მიიჩნიოს, თუ მათი განხორციელება კონფლიქტში მოვა მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან. კერძოდ, ობამა მ მოიყვანა ორი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება მიიჩნიოს მან ეს მუხლები - მათ შორის საქართველოს შესახებ - შესასრულებლად ”არასავალდებულოდ”: ერთი არგუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ეს მუხლები, შესაძლოა, წარმოადგენდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ; ხოლო მეორე არგუმენტის თანახმად, ეს მუხლები შესაძლოა ისე იქნას წაკითხული, რომ გამოიწვიოს ”მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციის და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო” ინფორმაციის გამჟღავნება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვართ ყველა ჩვენი მხარდამჭერის, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც შეერთებული შტატების სენატში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ამ ტიპის ჩანაწერს დაუჭირა მხარი. ისინი ჩვენი დიდი ხნის მეგობრები არიან“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ამასთან ერთად, მინდა ვთქვა, რომ ის სპეკულაცია, რომ პრეზიდენტ ობამა ს ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათქმა ამ აქტზე უკავშირდებოდა საქართველოს, როგორც წესი, ვერ ცოდნა არის საკითხის, ვინც ეს კომენტარი გააკეთა. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საკითხი არ ეხებოდა რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი ან რა საკითხებზე. ეს არის დისკუსია იურისდიქციასთან დაკავშირებით. ანუ აქვს თუ არა კონგრესს უფლება, რომ ასეთ საკითხებზე... მიუთითოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა . ამას შეეხება ეს დათქმა და არა იმას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არ უჭერენ მხარს გაღრმავებას სამხედრო თანამშრომლობის... ეს ასე არ არის“, – განაცხადა მან.

„თითქმის მთლიანად შეთხზულია ნარატივი იმის თაობაზე, რომ დაქვეითება მოხდა [აშშ–საქართველოს] სამხედრო თანამშრომლობის ბოლო წლების განმავლობაში“, – განაგრძო მან, "პირიქით, ტენდენცია არის თანამშრომლობის გაღრმავების [თავდაცვის სფეროში]. სხვა საკითხია, რომ ჩვენ შეიძლება გვსურს სწრაფი გაღრმავება ამ თანამშრომლობის, ეს ბუნებრივია, და ამ თემებზეც გვექნება საუბარი [ ობამასააკაშვილი ს შეხვედრაზე თეთრ სახლში 30 იანვარს]“.

„ეს თანამშრომლობა ღრმავდება და ეს შეეხება, ბუნებრივია, როგორც ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას იმიტომ, რომ ეს არის მსოფლიო სთვის, მისი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია, ჩვენი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ოპერაცია, ჩვენ გვაქვს ჩვენი წვლილი ამ საქმეში, მაგრამ შეეხება ამ ფარგლებს გარეთაც არსებულ თანამშრომლობას. დიახ, წვრთნებს და ამ ტიპის დახმარებას დიდი ადგილი ეკავა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სფერო, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა მიმდინარეობდა, მიმდინარეობს და გაღრმავდა ამ ბოლო პერიოდშიც კი. მე არ მინდა ყველა დეტალზე ვისაუბრო, მაგრამ ის სურათი, თითქოს ამ თვალსაზრისით არის სტაგნაცია ან პირიქით, უკან სვლა არის არაზუსტი“.

„ყველას, ვინც მხარს უჭერს ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის შეერთებული შტატების შიგნით, პოლიტიკურ სპექტრში, მათ მიმართ ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ. ამავე დროს, მადლობელი ვართ იმ თანამშრომლობის, რომელიც გვაქვს [ ობამა ს] ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა ბოკერიამ.

„საკითხი იურისდიქციის თაობაზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ არ არის ჩვენი კომენტარი გასაკეთებელი და ეს არ ეხებოდა საქართველოს“,  – აღნიშნა მან და დასძინა, რომ როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ობამასააკაშვილი ს შეხვედრაზე ერთ–ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა ვაშინგტონში 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ–ის მიდგომა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართ კვლავ განათლებაზე, წვრთნებზე და ქართული ჯარის ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მომზადებაზეა ფოკუსირებული.

კითხვაზე აპირებს, თუ არა აშშ–ის ადმინისტრაცია შეასრულოს 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საქართველოსთან დაკავშირებული დებულება, გორდონმა უპასუხა: „არა მგონია, რომ ეს ჩვენ მიდგომას დიდად ცვლიდეს“.

„რაც შეეხება იარაღის მიყიდვას, ჩვენ ამ საკითხს ისე ვუდგებით, როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ყველა საკითხი ინდივიდუალურ საფუძველზე განიხილება, რომლის დროსაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ხდება. უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობას ყველა ამ მიმართულებით განვაგრძობთ“, - განაცხადა გორდონმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:33 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:31 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group