ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ შევძელით საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება

25/01/2012 16:43 (115 დღე 01:47 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ევროსაბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სტრასბურგიდან იუწყება.


"ჩვენ შევძელით საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება. დღეს ჩვენი ქვეყანა არის რეგიონის ლიდერი. მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და არჩევნებისადმი ნდობა გავზარდეთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან.


მინისტრმა ასევე ისაუბრა კორუფციის მოსპობაზე, ქვეყნის დეკრიმინალიზაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიული გარდაქმნების მაგალითია.


"2008 წელს ვინმეს რომ ეთქვა, ჩვენ ასეთ სიმაღლეზე ავიდოდით, ვერ დავიჯერებდი. თუმცა წინ დიდი საქმეები გველის იმისთვის, რომ შემდგომი გზაც იყოს წარმატებული", - აღნიშნა ვაშაძემ.


საგარეო საქმეთა მინისტრი გამოსვლის დროს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დაწყებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასაც შეეხო.


"მას შემდეგ, რაც ვფიქრობთ დემოკრატიის გამყარებაზე, ვხვდებით, რომ უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის გარეშე ეს მიუღწეველია. საქართველო პარტნიორია, რომელიც უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიცაა. რუსული აგრესიის მსხვერპლია უამრავი ადამიანი საქართველოში, ამიტომ გვჭირდება ეფექტური ურთიერთობები. საქართველო მხარს უჭერს ევროსაბჭოს რეფორმებს, მაგრამ ჩვენი აზრით, უფრო ამბიციური გეგმაა საჭირო. საჭიროა ცვლილებები ევროსაბჭოს მუშაობაში, რომ გადაუწყვეტელი საკითხები აღარ გვქონდეს",- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:37 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:35 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group