ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვიდა PACE-ს სხდომაზე

26/01/2012 10:34 (114 დღე 07:56 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე გუშინ გამოვიდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რუსეთთან საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე სასაუბროდ.

 

ვაშაძემ მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომლის წინაშეც დღეს პირველად გამოვიდა და გაიხსენა 1999 წელს ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებისადმი მიძღვნილი ცერემონია - საპარლამენტო ასამბლეის მაშინდელი პრეზიდენტის, ლორდ რასელ-ჯონსტონის სიტყვები „საქართველო, კეთილი იყოს შენი დაბრუნება შინ“. ამ სიტყვებს, ვაშაძის თქმით, არასოდეს დაივიწყებენ საქართველოში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა ასევე 2008 წლის „ტრაგიკული დღეები“, როცა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხარში ამოუდგა საქართველოს მოსახლეობას, საერთო ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების დასაცავად. ვაშაძის თქმით, ასამბლეამ სრულად შეაფასა ვითარება თავისი რეზოლუციებით, ისევე როგორც გადაწყვეტილებებით რუსეთ-საქართველოს ომის საკითხებზე და შეიმუშავა კონკრეტული ზომები, რომლებიც ორმა დაპირისპირებულმა მხარემ უნდა განახორციელოს.

 

თუმცა, ზომების განსაზღვრა მათს განუხორციელებლად არ შეიძლება საკმარისად ჩაითვალოსო, დასძინა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა. „მჯერა, რომ თუ საკითხს კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თქვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, კონკრეტულად, ასამბლეის დღის წესრიგში, რუსეთის ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით.“ 

 

გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას ისაუბრა ასევე საქართველოს ადგილზე ევროპის უსაფრთხოებაში და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:37 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:35 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group