აქციების პირველადმა განთავსებამ Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად აქცია

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

მედვედევი საქართველოს და სააკაშვილის შესახებ

26/01/2012 10:48 (114 დღე 07:44 minutes ago)

dmitry-medvedev.jpg

civil.ge -- რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 25 იანვარს, რომ მისი სურვილია ქართველ ხალხთან „გაუცხოების ფაზა“ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელსაც კი არ გაუწვდის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისათვის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ. ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია“, – განაცხადა მედვედევმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

„მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელთანაც არ მინდა საქმის დაჭერა, თავად გესმით, ვისზეც მაქვს საუბარი, მე მას არ შევხვდები და ხელსაც არ გავუწვდი“, – იტყობინება „იტარ–ტასსი“ მედვედევი ს სიტყვებზე დაყრდნობით. მას მხედველობაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავდა, რომელსაც პრეზიდენტმა მედვედევმა 2008 წელს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა.

„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს, რაც შეეხება მთელ ქართველ ხალხს, ძალიან მინდა, რომ ეს გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამ კუთხით, კერძოდ კი აღდგა ფრენები ორ ქვეყანას შორის. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გაწევრიანება ვმო–ში სავაჭრო ბრუნვას გაააქტიურებს.

„საჭიროა გამარტივდეს ხალხთა შორის კონტაქტები, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ქმედებები განხორციელდეს“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, 25 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთი იმ შემთხვევაშიც არ დაელაპარაკება თბილისს, თუ საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვა, რადგანაც მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ „სამართლებრივი ჩიხი“ შექმნა და ახლა რუსეთის ხელისუფლებამ „უბრალოდ არ იცის რაზე ისაუბროს“.

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ვაშაძის გამოსვლის შემდეგ დასმული კითხვების უმეტესობა სეპარატისტულ რეგიონებთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა. ერთ–ერთი ასეთი კითხვის საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა: „რუსეთის ფედერაცია ღიად აცხადებს უარს აღიაროს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ იმ ხელისუფლებასთან საუბარს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია“.

„და მერწმუნეთ, იმის გარანტიას გაძლევთ, რომ როდესაც ჩვენ 2012 და 2013 წლების შემდეგ შემდეგი ხელისუფლება გვეყოლება, რუსები იმ ხელისუფლებასთან საუბარზეც უარს იტყვიან და იცით რატომ, რადგანაც მათ უბრალოდ არ იციან რაზე ისაუბრონ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„რუსეთის 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებამ [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის ფედერაცია, საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა აბსოლუტურად კატასტროფულ სამართლებრივ ჩიხში შეიყვანა და ჩვენ რუს პარტნიორებს არ სურთ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების შესრულება და მათ სხვანაირად უბრალოდ არც იციან. ასეთია ვითარება“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:39 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:37 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group