
პოლიტიკური სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების
დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარი გამოიყოფა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხიდან 600 ათასს ლარს მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა"; 213 912 ათას ლარს - "მრეწვლები"; 200 ათასს - 200 ათასს ლარს – "ქრისტიან-დემოკრატები", "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" და პაატა დავითაიას "ევროპელი დემოკრატები", რომლებიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებული.
სათითაოდ 117 405 ლარს მიიღებენ "თავისუფალი დემოკრატები", "მემარჯვენეები", "რესპუბლიკელები" და "საქართველოს გზა", რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ასევე ერთ ბლოკს შეადგენდნენ;
115 253 – 115 253 ლარს მიიღებენ "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის", რომლებმაც არჩევნებში "ეროვნული საბჭოს" სახელით მიიღეს მონაწილეობა.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ხმათა 65,75% (1 119 210) მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ"; 11,94% (203 371) "ქრისტიან-დემოკრატებმა"(ქდმ, "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია", "ჩვენ თვითონ"); 9,19% (156 540) – "თავისუფალი დემოკრატები", "მემარჯვენეები", "რესპუბლიკელები", "საქართველოს გზა"; 4,19% (71 304) – "მრეწველები".
პოლიტიკურ გაერთიანებებისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაანგარიშების მიზნით, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდა სამზე და გაიყო საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე.
ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს.
ახალი, მე-12 პუნქტი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლს დაემატება.
ცვლილების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირაში მოხდება, მისი განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
Related Stories