
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაური დავოსში, ეკონომიკური ფორუმის
ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და ენერგეტიკის
ევროკომისარს, გიუნტერ ოტინგერს შეხვდა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
პრემიერ მინისტრის განცხადებით, ალიევთან და ოტინგერთან შეხვედრისას საუბარი შეეხო "აგრი" პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთში გაზის ტრანზიტს ითვალისწინებს.
პრემიერის განცხადებით, ამ პროექტის მიმართ ევროკავშირის დიდი დაინტერესებაა. საქართველოში უახლოეს თვეებში კონფერენცია იგეგმება, სადაც მოწვეული იქნება პროექტის ყველა მონაწილე - აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. მისივე თქმით, შესაძლოა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღოს, უკრაინა მ, შუა აზიისა და ევროკავშირის ქვეყნებმა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველო ხუთი წელია დავოსში წარმოდგენილი არ ყოფილა და წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოსადმი ძალიან დიდი ყურადღება იგრძნობა.
"2005 წლის შემდეგ პირველი წელია, როდესაც საქართველო დავოსში წარსდგა. ამიტომ, საქართველო დიდ ყურადღებას იქცევს; მეორე მიზეზი ეს არის რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გატარდა, ესაა კორუფციასთან ბრძოლის და სხვდასხვა მიმართულებით რეფორმები, ასევე ენერგეტიკაში, სამართალდამცავ ორგანოებში; რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, ისევე, როგორც განვითარებული ქვეყნებისთვის. ნებისმიერი ასეთი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა საქართველოში დამატებითი ინვესტორები , დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ, დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ", _ განაცხადა გილაურმა.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია გილაურის შეხვედრა აშშ-ს კონგრესის დელეგაციის წევრებთან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მონაწილოებას მიიღებს კონგრეს-ცენტრში გამართულ ინტერაქტიულ სესიაში - "კორუფცია და გამჭვირვალობა", მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულ დისკუსიაში, თემაზე: "GAC-ის როლი გადაწყვეტილებათ გლობალურ მიღებაში" და სამუშაო სადილში "Moving into 2012".
Related Stories