"ამნესტი ინტერნეიშენალი" სამხრეთ კავკასიაში ჰომოფობიის პრობლემას ეხმაურება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილს დღეს შეხვდება

ავტორი ნეტგაზეთი

30/01/2012 11:42 (110 დღე 07:00 minutes ago)

saakashvili--obama.jpg

ვაშინგტონში დღეს, 30 იანვარს აშშ–ს დროით 3 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიღებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თეთრი სახლის ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი სრულდება.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი განიხილავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში.

პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თეთრის სახლის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბარაქ ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. "პრეზიდენტი ასევე მოელის, განიხილოს მომავალი არჩევნები საქართველოში და რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს გარდაქმნას სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ", - იუწყება შეერთებული შტატების  ადმინისტრაცია.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში 25 იანვარს გაემგზავრა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:49 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:47 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group