
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთში ქართულ რეფორმებს ითხოვენ რუსეთში ქართულ
რეფორმებს ითხოვენ – ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა კალიფორნიაში , Basecamp-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"როდესაც ვაშენებდით დემოკრატიას, რუსეთის მხრიდან ყოველთვის იყო ზეწოლა. ჩემზე დაგეგმილი იყო თავდასხმა, ვლადიმერ პუტინს ჩემი ერთი ადგილით დაკიდების სურვილიც კი ჰქონდა, მე ეს ამბავი ტელევზორით გავიგე. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც პრეზიდენტი ასეთ თემებზე საუბრობს, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთში ხალხმა ქუჩაში გამოსვლა გაბედა და ისინი თავიანთ უფლებებს იცავენ. ყველას აინტერესებს ქართული რეფორმები, ისინი ითხოვენ ქართულ რეფორმებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დღეს რუსეთთან შედარებით, კრიმინოგენური თვალსაზრისით, 5-ჯერ უფრო ნაკლები მაჩვენებელი აქვს. სააკაშვილი ს განცხადებით, საქართველო აღნიშნული მონაცემის მიხედვით ევროპაში ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა.
"კრიმინოგენური მონაცემებით, საქართველოში 5-ჯერ უფრო ნაკლები დანაშაული ხდება, ვიდრე უკრაინა ში. საფრანგეთთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში 16%-ით ნაკლებია დანაშაული, გერმანიასთან შედარებით კი 55%-ით ნაკლები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სამიტზე საგანგებო სტუმრის რანგში იყო მიწვეული. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, გატარებულ რეფორმებზე და რუსეთთან არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
Related Stories