„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

თეთრ სახლში გაიმართა ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა

31/01/2012 11:11 (109 დღე 07:37 minutes ago)

mikheil-saakashvili-and-barak-obama.jpg

აშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამა მ პირველად უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა ჟურნალისტების წინაშე გააკეთეს განცხადებები. ბარაკ ობამა ს თქმით, ის მოხარული იქნება საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის განვითარებაში დაეხმაროს,  დიალოგის მაღალ დონეზე გამართვის გზით, „მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობის შესახებ“. სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ობამა ს თქმით, შეერთებული შტატებისთვისაც და საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება.

ოქტომბერში, აშშ-ის მხრიდან ძლიერი დიპლომატიური ბიძგის ფონზე,  საქართველომ შეწყვიტა წინააღმდეგობა და დათანხმდა რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ირგვლივ აშშ-ის მხრიდან გამოჩენილ ინტერესს ანალიტიკოსების ნაწილი ამ კონტექსტსაც უკავშირებს და მას თბილისის მხრიდან გამოვლენილი თანამშრობლობის დაფასებად აღიქვამს.

ობამა მ ახსენა საქართველოს 20-წლიანი დამოუკიდებლობა და ვარდების რევოლუციიდან გასული 8 წელიწადი. „საქართველო ძალიან უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია", თქვა ობამა მ და დასძინა, რომ საქართველო, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის თავისი მოდელით, მთელი რეგიონისთვის ქმნის მაგალითს. მსოფლიო ასპარეზზე საქართველო „პასუხისმგებლობის განცდის მქონე მოთამაშეს“ წარმოადგენსო, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ობამა ს თქმით, ის სააკაშვილს უმცირესობების და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობაზეც ესაუბრა.

ობამა ს განცხადებით, აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერას საიმისოდ, რომ ის საბოლოოდ ნატოს წევრი გახდეს. მან საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ როლის გამო, რომელსაც ის ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ასრულებს. ობამა ს თქმით, ნატოს მიღმა მყოფ ძალებს შორის თბილისი ერთ-ერთია, ვისაც ყველაზე ერთგულად შეაქვს წვლილი ამ მისიაში - და ამ წვლილის გამო, მან მნიშვნელოვანი მსხვერპლიც გაიღო.

გავრცელებული ვარაუდით, ნატოს სამიტზე, რომელიც მაისში, ჩიკაგოში უნდა გაიმართოს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი წამოიჭრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში მოახლოებული არჩევნებიც ახსენა. „მსურს აღვნიშნო, რომ ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელიც წარსულში ჩატარდა და მოველი, რომ იქ სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები გაიმართება. ხელისუფლების ოფიციალურად გადაცემის პროცესი, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ვფიქრობ, განამტკიცებს იმ რეფორმებიდან ბევრს, რომლებიც უკვე გატარდა“ - თქვა  ბარაკ ობამა მ.  

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ყოფნაო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მადლობელია იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ობამა ს ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებული შტატები ყველა დონეზე ავლენს. სააკაშვილმა ილაპარაკა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის  თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის გაწეულ დახმარებაზე - თუმცა ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი არ წამოუჭრია.

აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვითი ხასიათის შეიარაღების მიწოდების თემა კვლავ გაურკვეველი რჩება. გასული წლის მიწურულს აშშ-ის კონგრესმა მიიღო  თავდაცვითი სფეროს ხარჯების აქტი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ეხებოდა საქართველოსთან სამხედრო თანამშრობლობის „ნორმალიზაციას“, მათ შორის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის გზით. თუმცა ობამა მ, აქტზე ხელმოწერისას, საქართველოს შესახებ მუხლი იმ პუნქტებს შორის მოაქცია, რომელთა შესრულება შესაძლოა არ იყოს  სავალდებულო.

საქართველოს პრეზიდენტმა ობამა ს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადების პერსპექტივის გამოკვეთის გამო. „ეს ჩემს ქვეყანას ბევრ დამატებით აქტივობას მოუტანსო“ - თქვა სააკაშვილმა.

საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე სააკაშვილმაც ისაუბრა. „წელს ჩავატარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც სხვა პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური სისტემა დაიწყება, უფრო მეტად საპარლამენტო მთავრობით. და როგორც მართებულად აღნიშნეთ, მომავალ წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს დემოკრატიას კიდევ უფრო განავითარებს და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდება“ - თქვა სააკაშვილმა.

მიმდინარე თვეში როგორც აშშ-მა, ისე ევროსაბჭომ განაცხადეს, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი სათანადოდ არ პასუხობს "საარჩევნო სისტემაში არსებული უთანასწორობის აღქმას".

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ „ბედნიერი“ ტოვებს ოვალურ კაბინეტს. „რაც გვსურდა, ის მივიღეთო“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:55 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:53 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group