20-21 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

ბარაკ ობამა: საქართველომ უნდა იამაყოს პროგრესით

ავტორი ოთო დალაქიშვილი, ნეტგაზეთი

31/01/2012 11:23 (109 დღე 07:26 minutes ago)

“საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც მან მიაღწია, როგორც სუვერენულმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. მე ვაფასებ და გამოვხატავ მადლიერებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენბლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობების პატივისცემა ხდება, პოლიციის სისტემა და კანონის უზენაესობა დაცულია,” – ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამა მ თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოში დემოკრატიასა და უმცირესობებზე საუბრისას ობამა მ საქართველოს რუსეთი უწოდა, თუმცა ეს შეცდომა იქვე გაასწორა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და იქნება თავისუფალი, რათა არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების ფორმალური გადაცემა.

“ვთვლი, რომ არჩევნები გაამყარებს იმ რეფორმებს, რომელიც უკვე განხორციელდა საქართველოში,” – აღნიშნა ობამა მ.

ბარაქ ობამა ს თქმით, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რასაც მან როგორც დემოკრატიულმა და სუვერენულმა სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

“საქართველო არის პასუხისმგებელი მოთამაშე მსოფლიო სცენაზე და იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ლიდერობით კიდევ მეტ ნაბიჯებს გადადგამს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

საუბრის დასაწყისში ბარაქ ობამა მ ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის ოც და "ვარდების რევოლუციის" 8 წლისთავის აღნიშვნას.

ობამა მ ასეევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების საუბრის თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.

"ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა თავისუფალი ბაზრის შექმნის საქმეში. გვსურს გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, მოხდეს თავისუფალი ვაჭრობა. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და მთავარია, ეს იყოს მომგებიანი ორივე ქვეყნისთვის. ასევე, უნდა განვითარდეს ბიზნესები, ერთმანეთის საქონელი და მომსახურება გავყიდოთ ბაზრებზე", - აღნიშნა ბარაქ ობამა მ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს წვლილზეც ისაუბრა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში  და ოპერაციაში მონაწილეობის გამო მადლიერება გამოხატა.

"მე პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე, რომ თქვენი სამხედროები ავღანეთში არიან, რაც ძალიან დიდი წვლილია. იყო უბედური შემთხვევები, მაგრამ ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება განვაგრძოთ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამა სა და მიხეილ სააკაშვილი ს შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში 30 იანვარს გაიმართა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (05:56 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:54 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group