ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

სოხუმი თბილისის ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს აკრიტიკებს

31/01/2012 16:52 (109 დღე 02:02 minutes ago)

civil.ge -- სოხუმმა განაცხადა, რომ ის „სერიოზულადაა შეშფოთებული“ იმ ინფორმაციის გამო, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ აღიარა სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც თბილისმა სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის შემოიღო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთთან ჩართულობის ხელშეწყობის თაობაზე დეკლარირებული მიზნის ნაცვლად, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ფაქტიურად „აფხაზეთის იზოლაციას“ იწვევს.

25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა „რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკას, ლიტვას“,  რომელთაც „უკვე განაცხადეს თანხმობა ამ დოკუმენტის აღიარებაზე“. ეს დოკუმენტი თბილისმა გასული წლის ბოლოს სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბრიდან, დაახლოებით, 50 ნეიტრალური დოკუმენტი გაიცა.

„დღეს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსული პასპორტები და ასევე საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტები აქვთ, რომლებიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. თუმცა, საქართველოს და მისი მოკავშირეების ინიციატივით, ბოლო დროს გახშირდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემულ რუსულ საზღვარგარეთის პასპორტებში შენგენის ვიზების ჩარტყმაზე უარის თქმის პრაქტიკა“, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„ასეთი გზით თბილისი იმედოვნებს, რომ აიძულებს აფხაზეთის მოქალაქეებს საქართველოს „ნეიტრალური პასპორტები“ მოითხოვონ და აქტიურად არწმუნებს მსოფლიო თანამეგობრობას ამ იდეის პერსპექტიულობაში. თუმცა, ეს თბილისის ხელისუფლების კიდევ ერთი მითია. თუმცა, თავად ამ დოკუმენტების „ნეიტრალობაც“  მითია: გრაფაში „ქვეყნის კოდი“ მითითებულია „საქართველო“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობა აშკარად ცდილობს ხელი შეუშალოს აფხაზეთის საერთაშორისო ურთიერთობებს. მსოფლიო სთვის ღია აფხაზეთი – ეს „რუსეთის ოკუპაციის“, „ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების“, „ეთნიკური წმენდის“, „აფხაზეთში დემოკრატიის არარსებობის“ თაობაზე თბილისის მითების საუკეთესო უარყოფაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ თბილისის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღიარება, „აფხაზეთის მკვიდრთა ლეგიტიმური დოკუმენტების იგნორირების ფონზე კვალიფიცირებული იქნება, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა დისკრიმინაცია და აფხაზეთის ხალხის იზოლაციის კიდევ ერთ მცდელობად ჩაითვლება“.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:01 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 07:59 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group