ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

„სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“

ავტორი ზაზა წულაძე, რადიო თავისუფლება

01/02/2012 10:59 (108 დღე 07:56 minutes ago)

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამა სთან 40 წუთიანი შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტს „ბედნიერი ტოვებს“.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ჩვენ მივიღეთ ის რისი მიღებაც გვსურდა“ - ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი გახდა.

„მინდა ვთქვა, რომ მე პირადად მერამდენედ ვარ ოვალურ კაბინეტში, თეთრ სახლში და მინდა ვთქვა, რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოვსულვართ. თან იმ მომენტში, როცა ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

პრეზიდენტ ობამა ს  ფრაზა რომ  საქართველო უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია და საქართველო დემოკრატიისა და გამჭირვალობის მოდელით, მთელი რეგიონისთვის მაგალითს ქმნის დღეს ყველაზე ხშირად გადაიცემოდა ქართული ნაციონალური მაუწყებლების  ეთერში. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამა ს ამ სიტყვებს დამატებითი კომენტარი აღარც სჭირდება იმდენად ნათელია ყველაფერი.

„საქართველო დასახელდა, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის შთამბეჭდავი მაგალითი რეგიონალური თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, პრეზიდენტ ობამა ს ამ შეფასებას დამატებითი კომენტარები აღარ სჭირდება და შედეგებიც არის სახეზე. როგორც თავდაცვის ასევე ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გადადის სრულიად ახალ ეტაპზე. ეს არის შანსი და ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და საქართველო ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს. ის, რომ აშშ დემოკრატიულობის მართლა აკვანი აღიარებს საქართველოს როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, ეს ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, საქართველომ ამ მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები და საქართელო ასევე აქტიური იქნება, როგორც რეგიონალური ლიდერი და როგორც პასუხისმგებელი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე.“

აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამა მ ამასთან ასევე აღნიშნა, რომ აფასებს იმ სამუშაობს რაც წარსულში გაკეთდა და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართება“. „ხელისუფლების კანონის დაცვით გადაცემის პროცესი, რომელიც საქართველოში განხორციელდება ვფიქრობ, განამტკიცებს იმ რეფორმებიდან ბევრს, რომლებიც უკვე გატარდა.“  - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.  აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ობამა ს გამოსვლის ტექსტის ის ნაწილი, სადაც ხელისუფლების გადაცემაზეა საუბარი, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათარგმნია როგორც ხელისუფლების ფორმალური გადაცემა. საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტს ლევან ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე ბუნებრივად აისახება:

„ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს ინტერსებს ემსახურებოდა. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რომელიც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით მართლაც დიდ როლს ასრულებს. შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა. თუმცა, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია იმის ხაზს გასმა, რომ ჩვენ ჩვენი მნიშვნელობა არ გადავაჭარბოთ და ჩვენს როლს გადამეტებულად არ შევხედოთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ისიც, რომ შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის ეს ვიზიტი პრეზიდენტ სააკაშვილი სთვის მომგებიანი იქნება, ეს იცოდა ობამა ც და რა თქმა უნდა ეს სააკაშვილი ს რეტინგებს წაადგება.“

ოპოზიციის ახალი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტ სააკაშვილი ს ვიზიტს აშშ-ში, წამყვანი ამერიკული გაზეთების ფურცლებზე გამოეხმაურა. „ნიუ იორკ თაისმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“ ფასიანი რეკლამის სტატუსით, ბიძინა ივანიშვილის წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი სწორედ ობამა - სააკაშვილი ს შეხვედრის დღეს გამოაქვეყნეს. ივანიშვილი ბარაქ ობამა ს კერძოდ წერს, რომ  „ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავზე ჩემი ქვეყანა, მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, ჯერ კიდევ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გზის გასაყართან დგას. ველით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის ეს ვიზიტი დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება.“

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:02 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 08:00 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group