„თბილისი მოლი“ სოციოლოგიურ კვლევას არ ეთანხმება: „მომხმარებლების სიმცირეს არ ვუჩივით“

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

01/02/2012 11:08 (108 დღე 07:51 minutes ago)

mikheil-saakashvili_7.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატო-ში სწრაფვას. მათ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები.


თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.


შეხვედრას ესწრებოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი, ასევე - სენატორები რიჩარდ ლუგარი, ბენ კარდინი, ტომ უდალი და ჯეინ შაჰინი.


მეორე შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯეინ შაჰინთან გამართა, რომელმაც საუბრისას ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა.


შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:06 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 08:04 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group