
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც ბიძინა ივანიშვილი ვიდეოკომენტარში აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას პოზიტიური მნიშვნელობა აქვს, რაც სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის მომავალ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას ეხება.
"ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა მომავლისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. ალბათ თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას და ამ მხრივ მისასალმებელია ასეთი მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან",-ამბობს ივანიშვილი.
რაც შეეხება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, ივანიშვილის თქმით, ეს აშშ-ის გარდა, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების გადასაწყვეტიცაა.
"კარგია, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს, მაგრამ მარტო ამერიკა ამას არ წყვეტს და ნატო-ში შემავალ სხვა ქვეყნებზეც არის დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება. არ მეგულება არც ერთი ნატო-ს წევრი ქვეყანა, რომელიც პრინციპულად წინააღმდეგი იყოს ან საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველანი ერთხმად გამოკვეთავენ, რომ მხარს უჭერენ. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობაც, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს და ჩვენც მივესალმებით ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშლის.
"მე მგონი, ერთადერთი, ვინც ამას ხელს უშლის, ეს გახლავთ ბატონი სააკაშვილი , რომელიც თავისი ქმედებით ყველანაირად, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში, გამოკვეთილად ეწინააღმდეგება ნატო-ში გაწევრიანების პერსპექიტივას",-აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ბარაქ ობამა სთან შეხვედრას, მისი თქმით, ეს შეხვედრა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ს დამსახურება არ ყოფილა.
"ის, რომ ნაციონალური ტელეარხები და ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგები დღეს ცდილობენ აჩვენონ საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს შეხვედრა პირადად სააკაშვილი ს დამსახურება იყო, რა თქმა უნდა, ასე არაა და მარტივი გასაგებია, რომ ეს იყო პატივისცემა ჩვენი ქვეყნისადმი და საქართველოს მოსახლეობისადმი. თუმცაღა, ამ შეხვედრაში შეგვიძლია დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, როდესაც ობამა სააკაშვილს შეახსენებს, რომ მას იმედი აქვს, საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდება ხელისუფლების გადაცემა",-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
Related Stories