ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკში შეხვედრა გამართა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შესახებ წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. წიგნის სახელწოდებაა "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა". წიგნის ავტორია მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი.
ქართული ტელეკომპანიების ცნობით, როგორც ასად ალამმა წიგნის წარდგენისას განაცხადა, წიგნი საქართველოში გატარებული რეფორმებს და ანტიკორუფციული ღონისძიებებს ასახავს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელის განცხადებით, წიგნში შესული ინფორმაცია ეფუძნება ყოფილი და ახლანდელი მაღალი საჯარო მოხელეების გამოცდილებას. ასად ალამის თქმით, წიგნში ასახულია რვა საჯარო სამსახურის კვლევა, რომლებშიც ანტიკორუფციული ზომები განხორციელდა. წიგნში აღნიშნულია, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლა ათმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა პოლიტიკური ლიდერების სურვილი, მთავრობის შიგნით მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო გამოცდილების მორგება რეალობაზე, ასევე ტექნოლოგიისა და კომუნიკაციის სტრატეგიული გამოყენება.
მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებით, წიგნში აღწერილია ყველაფერი, რაც თავად შეეძლო დაეწერა.
"ჩვიდმეტ წელიწადში დავწერ მემუარებს, მაგრამ თქვენ ჩამომართვით შესაძლებლობა ჩემი წიგნის გაყიდვის, თუმცა არა უშავს, მაინც მოხარული ვარ, ჩვენი რეფორმები ასე კარგად არავის არ აღუნუსხავს, როგორც ეს ასად ალამმა გააკეთა. ისინი ნაწილი იყვნენ ამ რეფორმების და ყველაფერს პირადად აკვირდებოდნენ. მათი სამუშაო ამაზე უფრო დროული არ იქნებოდა იმ მოვლენების ფონზე, რაც ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში და იმედი მაქვს, რუსეთშიც მოხდება", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ასად ალამს წიგნის პრეზენტაციაზე.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი 30 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაქ ობამა ს შეხვდა.
Related Stories