"საქართველოს წარმატება ამსხვრევს მითს, რომ კორუფცია კულტურის ნაწილია", -
ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ბანკში
სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მიხეილ სააკაშვილი ს თქმით, რაც საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მოხდა, მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიო სთვის.
"ჩვენ იდეალისტურად გვწამდა, რომ მოქალაქეები დაიწყებდნენ თავიანთი ქვეყნის კანონის პატივისცემას, თუ ქვეყანაც დაიწყებდა მათ პატივისცემას. ჩვენ გვწამდა, რომ კანონი აღარასდროს იქნებოდა აღქმული ზეწოლის იარაღად და ხალხს მოეწონებოდა, გაითავისებდა და დაიცავდა. დამთხვევა არ არის ის, რომ ჩვენ კამპანია დავიწყეთ მარტივი ლოზუნგით: საქართველო კორუფციის გარეშე. ამავდროულად, ეს გავდა აუხდენელ ოცნებას, მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კორუფცია ჩვენი პრობლემების გახრწნილი ბირთვი იყო და რაც მთავარია გვწამდა, რომ კორუფციის დამარცხება შეიძლებოდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვარდების რევოლუციის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვითარება იმდენად კატასტროფული იყო, რომ რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას თავიდან მოუწია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შექმნა.
"როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სიტუაცია ასეთი იყო - ხაზინა ცარიელი იყო და არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო.
ახალგაზრდები ვიყავით, მეც მათ შორის. შეიძლება ახლა ქართული პოლიტიკისთვის მოვხუცდი, როგორც ხედავთ უფრო ახალგაზრდები მოდიან, რაც კარგი ახალი ამბავია. მახსოვს, ბილ კლინტონმა თქვა, ვინ არის ეს 35 წლის პრეზიდენტი, როგორ გაუძღვება საქმეს, ის თან მამხნევებდა. შემდეგ იყო დასავლეთში ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენი გუნდი დაახასიათა, როგორც ოუშენის თერთმეტი მეგობარი. ჩვენ ვიყავით გამბედავები, დიდ რისკზე წამსვლელები, რადგან ვიცოდით, რომ უნდა გაგვერისკა. ვიცოდით, რომ ამოცანის შესრულება თითქმის შეუძლებელი იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა რევოლუცია ტალღას შეადარა და აღნიშნა, რომ თუ ტალღის ზედაპირზე არ დარჩები, მისი ღელვა შესაძლოა დამანგრეველი იყოს.
"რა ხდება, როდესაც რევოლუციით მოდიხარ ხელისუფლებაში. ეს არის ტალღა, რომელიც შენზეა მოჯაჭვული და ჰგავს ზღვის ღელვას. ჯერ წინ მოდის, შემდეგ უკან. ჯობია მის ზედაპირზე დარჩე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დამანგრეველი იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მსოფლიო ბანკში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.
Related Stories