ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

„ვარდების რევოლუციიდან“ „არაბულ გაზაფხულამდე“

02/02/2012 10:28 (107 დღე 08:34 minutes ago)

პირველ თებერვალს ვაშინგტონში მდებარე მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ს გამოსვლა შედგა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მთავარი თემა „არაბული გაზაფხული“ და პოსტრევოლუციური საზოგადოების მშენებელობა იყო. მშვიდობის ინსტიტუტთან ერთად ღონისძიების მასპინძელი ატლანტიკური საბჭოც გახლდათ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა რიჩარდ სოლომონმა. მან ისაუბრა საქართველოში ვარდების რევოლუციის მნიშვნელობაზე, როგორც უაღრესად დადებით მოვლენაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.  შეხვედრის მოდერატორი იყო ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. მან აღნიშნა, რომ 30 იანვარს საქართველოს და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ქონდა ორივე ქვეყნისთვის. მისი თქმით, განსაკუთრებით სიმბოლური იყო ეს შეხვედრა ორ ქვეყანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავზე.  დეიმონ ვილსონმა დამსწრეებს გააცნო მიხეილ სააკაშვილი ს ბიოგრაფია და ტრიბუნაზე თავად საქართველოს პირველი პირი მიიწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. ამის შემდეგ მან არაბულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე და მომხდარ რევოლუციებზე ისაუბრა.

„ეს რევოლუციები და პროტესტი ყველა ჩვენგან გვახსენებს თავისუფლებას, დემოკრატიას და ანგარიშვალდებულებების საკითხებს. ეს ნიშნავს უფრო მეტ კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ დაცვას, უფრო მეტ სტაბილურობას და საზღვრების საკითხებს,“ - განაცხადა საქართელოს პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ პროტესტის ტალღა გაცდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს და მოიცვა მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და რუსეთის სხვა ქალაქები.

პრეზიდენტ სააკაშვილი ს თქმით,  საქართველოს გამოცდილება არ გამოდგება ბევრი ქვეყნისთვის მოდელად, თუმცა ბევრ ქვეყანას შეუძლია იმ რეფორმების გამოყენება, რაც საქართველომ წარმატებით გამოცადა.

„2003 წლამდე საქართველო იყო წარუმატებელი ქვეყანა, სადაც მოსახლოების 80 პროცენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. პოლიცია იყო არა მხოლოდ კორუმპირებული, არამედ ძირითადად კრიმინალური. სახელმწიფო ბიუროკრატიას ქონდა ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს იყო სახელმწიფო, სადაც ყოველ ქუჩაზე გამეფებული იყო კრიმინალი. საგანმანათლებლო სისტემაც მთლიანად კორუმპირებული იყო,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რევოლუციის შემდგომი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი გახდა მთელ სისტემაში ფეხგადგმული კორუფციის ძირფესვიანად აღმოფხვრა.

მიღწეული წარმატების მაგალითად, მან მოიყვანა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც საქართველოში კორუფციის აღმოფხვრას შეეხება და რომელიც გუშინწინ გამოქვეყნდა. წიგნში დეტალურად არის აღწერილი ის რეფორმები, რომელიც საქართველოში სააკაშვილი ს მთავრობამ განახორციელა.

„ჩვენ რეფორმების შედეგად სამსახურიდან დავითხოვეთ ძველი პოლიციის შემადგენლობის 60 პროცენტი და ქვეყანა რამდენიმე თვე პოლიციის გარეშე ცხოვრობდა. დღეს საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი დაცემულია, კრიმინალური საქმეების მაჩვენებელი დაცემულია იმ დონემდე, რომ ვფიქრობთ გვჭირდება თუ არა პოლიცია საერთოდ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„არაბული გაზაფხულის“ შედეგად მოსულ ხელისუფლებებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარმატების რეცეპტიც გამოუწერა. ეს არის რეფორმების შეუქცევადი განხორციელება, თუნდაც მათ საკუთარ პოპულარობას საფრთხე შეექმნას.

„როდესაც შეუტევთ ინტერესთა ჯგუფებს, ისინიც შემოგიტევენ და თქვენ დადგებით რთული პერიოდის წინაშე. ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის დემონსტრაციები. მე მომიწია თანამდებობიდან გადადგომამ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა მისივე თქმით რეფორმები შეუქცევადად გაგრძელდა მისი ხელმეორედ არჩევის შემდეგ.

მან ისაუბრა ბიზნესი ს გამარტივებაზე, საჯარო რეესტრის რეფორმაზე, როდესაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპი მოქმედებს და მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ პირადობის მოწმობების აღება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმები რუსეთის უამრავი მოქალაქისთვისაც სამაგალითოა და მათაც ანალოგიურის ხილვა სურთ თავიანთ ქვეყანაში.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:09 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 08:07 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group