"ამნესტი ინტერნეიშენალი" სამხრეთ კავკასიაში ჰომოფობიის პრობლემას ეხმაურება

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

აშშ–ის ნაციონალური დაზვერვის ანგარიში სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებასაც ეხება

ავტორი ოთო დალაქიშვილი, ნეტგაზეთი

02/02/2012 11:22 (107 დღე 07:40 minutes ago)

აშშ–ის ნაციონალური დაზვერვის მეთაურის, ჯეიმს კლაპერის, მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ მომზადებული ანგარიშის ერთი პუნქტი საქართველოს ეხება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კლაპერი საქართველოსა და კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტურ რეგიონებზე და აღნიშნავს, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები ევრაზიის რეგიონში შესაძლო ცხელ წერტილებს წარმოადგენს.

“მოუგვარებელი კონფლიქტები კავკასიაში და სიტუაციის სიმყიფე ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ევრაზიის რეგიონში, შესაძლო ცხელ წერტილებს წარმოადგენს. მოსკოვის ოკუპაცია და მისი სამხედრო, ასევე, ფართო პოლიტიკურ–ეკონომიკური კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან– უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის. გარდა ამისა, ოფიციალური თბილისი მოსკოვს 2010–2011 წლებში აფეთქებების სერიის განხორციელებაშიც ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც კრემლი ეჭვის თვალით უყურებს საქართველოსა და ჩრდილოკავკასიის ეთნიკურ ჯგუფებს შორის კავშირს,” – ნათქვამია კლაპერის ანგარიშში.     

აშშ–ის ნაციონალური დაზვერვის ანგარიში სააკაშვილი ს შესაძლო გაპრემიერებასაც ეხება.

“საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აძლიერებს პრემიერ–მინისტრის როლს სახელმწიფო მმართველობაში. ზოგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა, შეეეცადოს ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერის რანგში, რამაც შეიძლება დაძაბულობის შემცირებაზე ეფექტი მოახდინოს,” - ნათქვამია მოხსენებაში.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:09 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 08:07 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group