აქციების პირველადმა განთავსებამ Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბიზნესად აქცია

This text is replaced by the Flash movie.

Saturday, May 19, 2012
News Making Money

პროხოროვი საქართველოსთან ურთიერთობის დაწყებას ”სუფთა ფურცლიდან” აპირებს

ავტორი ნეტგაზეთი

02/02/2012 11:26 (107 დღე 07:39 minutes ago)

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, საქართველოსთან ურთიერთობას ”სუფთა ფურცლიდან” დაიწყებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

”მე საქართველოსთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დავიწყებ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენს ერებს არაფერი არ ჰყოფს, მხოლოდ აკავშირებს - საერთო ისტორია, საერთო კულტურა და მრავალსაუკუნოვანი შესანიშნავი ისტორია.  ამერიკასთან ჩვენ გვაქვს ერთი სერიოზული პრობლემა: საერთაშორისო პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე ძალიან არასტაბილურია. ჩვენ კი შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური კავშირები პრაქტიკულად არ გვაქვს. დასაწყისისთვის საჭიროა, რომ აშშ-სთან ერთად ვიპოვოთ ის ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ მყარ, სისტემურ ეკონომიკურ თანამშრომლობას,” - განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ 2008 წლის ომისა და ოკუპაცის შემდეგ გაწყვიტა. რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღდგება, მაგრამ ამას კატეგორიულად გამორიცხავენ მიხეილ სააკაშვილი ს ხელისუფლების პირობებში. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს არის დაგეგმილი.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეს აქცია არ ისახავს მიზნად რაიმე ტიპის დაპირისპირებას

19/05/2012 12:53 (06:12 minutes ago)

bidzina-ivanishvili_copy_copy.jpg

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 27 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი აქცია, რომლითაც გაერთიანება საარჩევნო კამპანიას ხსნის, ვითარების ესკალაციას მიზნად არ ისახავს.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
საქართველოში ციფრული ხელმოწერა დაინერგება

05/05/2012 10:55 (14 დღე 08:10 minutes ago)

საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და  მსოფლიო ს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group