
"საქართველო ამერიკისთვის ღირებული პარტნიორია", - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს
სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ
სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, სწორედ ამის გამოა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი.
"სასიამოვნოა მივესალმოთ პრეზიდენტს აქ, სახელმწიფო დეპარტამენტში. მას ჰქონდა რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა და კონსულტაციები, რომელიც ყოვლისმომცველი შეხვედრით დაიწყო პრეზიდენტ ობამა სთან ოვალურ კაბინეტში. საქართველო ღირებული პარტნიორია. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები დიდ სიმამაცეს და პროფესიონალიზმს აჩვენებენ. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს, რომ განვსაზღვროთ გზა ვაჭრობისა და ინვესტიციების წინსვლის კუთხით", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ჰილარი კლინტონის განცხადებით, მრავალი შეხვედრა ტარდება ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, კარგი მართვის, კანონის უზენაესობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
"ასე, რომ პრეზიდენტს დატვირთული კვირა ჰქონდა და უფრო მეტი ადამიანი აპირებს მასთან შეხვედრას. საქართველოს მიმართ ინტერესი ჩვენს დედაქალაქში დიდია", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
სააკაშვილი სა და კლინტონის შეხვედრის შესახებ მასალა ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა.
Related Stories