"სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოვდივარ ამაღლებული განწყობით, რადგან
ვისმენ იმას, რისი გაგებაც მსურს", - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი
კლინტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართველოს პრეზიდენტმა, ჰილარი კლინტონს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
"ეს მხარდაჭერა არა მარტო სიტყვებით გამოიხატება, არამედ ქმედებითაც, რადგან ეს ბევრი ყოველდღიური საქმეცაა და ბრძოლაც. ზოგჯერ ეს მთებში ბრძოლას ჰგავს, რადგან მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ძირი გამოგვითხაროს", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო და აშშ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. მიხეილ სააკაშვილი ს განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
"ვამაყობ, რომ ვმსახურობთ ავღანეთში. წლების წინ ესეც წარმოუდგენელი იყო. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, საქართველოს უნდა გაევლო ეს ეტაპი კარგი პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად.", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ჰილარი კლინტონის პირადი ჩარევის გარეშე მომწიფებული ქვეყანა ვერ გახდებოდა.
"მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას ბათუმში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი დახმარებისთვის. ჩვენს რეგიონში საქართველოს ბევრი ხალხი უყურებდა და უყურებს, მაგრამ ხელცარიელი ჩვენ არ ვბრუნდებით", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სა და ჰილარი კლინტონის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.
Related Stories