| ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა |
|
03/02/2012 11:36 (106 დღე 07:31 minutes ago) | ||||||||||||
|
civil.ge -- საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 2 თებერვალს ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების და 20 პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში აშშ–ის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეხვდა.
"ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილი ს და პრეზიდენტ ობამა ს შეხვედრის გაგრძელება და სწორედ ამ შეხვედრამ მისცა ბიძგი ურთიერთობის შემდგომ განვითარებას", – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შეხვედრის შემდეგ. "მე გეტყვით დაახლოებით რაზე გვქონდა საუბარი თავდაცვის მდივან პანეტასთან, ეს იყო სრულიად ახალი ფაზა ურთიერთობების, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ აქამდე ფოკუსირებული ვიყავით იმ სამხედრო წვრთნებზე და იმ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ეთმობოდა ძირითადად ჩვენს იმ ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობენ ISAF–ის ოპერაციაში, ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ ისეთი სახის დახმარებებზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება მთლიანად შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას“, – განაცხადა ახალაიამ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


