| საქართველოს პრეზიდენტი გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა |
|
03/02/2012 12:15 (106 დღე 06:55 minutes ago) | ||||||||||||
![]() ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და დევიდ პეტრეუსმა, შეხვედრისას, ბევრი აქტუალური საკითხი განიხილეს. საუბრის დროს გენერალმა ისიც გაიხსენა, რომ იგი ერთადერთი ამერიკელი გენერალი იყო, რომელიც ქართველ სამხედროებს ორ ფრონტზე - ერაყსა და ავღანეთში ხელმძღვანელობდა. როგორც დევიდ პეტრეუსმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, იგი აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცების მამაცობით და მათი მებრძოლი სულით.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



